ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ისევ ძლიერად წვიმს. უხვმა ნალექმა რომელიც რამდენიმე დღეა უკვე გრძელდება, პრობლემები შექმნა მაღალმთიან ზონებში.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გზის პრობლემებია ისევ მაღალმთიან ზონებში. კერძოდ, ქვაბღაში, შუა სურებში, ზემო სურებში, ასევე ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზემოხეთში, ხიდისთავსა და დაბლაციხეში.
რაც შეეხება ბახმაროს, სადაც სტიქიამ დააზიანა ხიდი და გზის მონაკვეთი, მერიაში ამბობენ, რომ უკვე აღდგენილია.
პრობლემები იყო ზოტშიც, სადაც ამ დროისთვის უკვე აღდგენილია როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები. სამუშაოები მიმდინარეობს სხვა სოფლებში.
ავტორი