უკრაინის საელჩოსთან ამ წუთებში ქვეყნის მხარდამჭერი აქცია იმართება. ადგილზე მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ, საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსიროს.
ცნობისთვის, უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, კრემლმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.