უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ის წერს, რომ იაშვილი ლოვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
“კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში, დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი დიდება შენ გმირ სულს ძმაო”, – წერს ვანო ნადრიაძე.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.