დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის, მიხეილ მაზანაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ, სადაც პატივი მიაგეს გარდაცვლილ ჯარისკაცს.
როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები არიან გმირები და მათი სახელები ისტორიას უნდა შემოვუნახოთ, როგორც ქართველი გმირები ტერორისტ რუსეთთან მებრძოლი ჯარისკაცები;
„უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცები იბრძვიან საქართველოსთვის, იბრძვიან მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის და ის ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას, არიან ქართველი გმირები. დიახ, დღეს ფრონტის ხაზი არის უკრაინაში და ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ ეს ვაჟკაცები, ვინც ოკუპანტთან ბრძოლას შეეწირნენ, არიან გმირები და ისტორიას აუცილებლად დარჩება მათი სახელი, როგორც ქართველი გმირები ტერორისტ რუსეთთან მებრძოლი ჯარისკაცები. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ქართველმა პატივი მიაგოს ამ ადამიანებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენ, მოქალაქეებს არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მუდმივად ისტორიას შემოვუნახოთ ამ გმირი ჯარისკაცების ნაბრძოლი და ნამოქმედარი და მათი ოჯახები უნდა იყოს დაფასებული, რადგან ეს ადამიანები წარმოადგენენ საქართველოს პატრიოტიზმს, ქართველ ადამიანებს, ქართველ ხალხს, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკვე საუკუნეებია იბრძვიან“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.