უკრაინაში ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა.
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს.
პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ოცამდე ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს.

































































