უკრაინელი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანიც დატოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას Инсайдер UA ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
აღნიშნულ ინფორმაცია როგორც უკრაინულ, ისე, რუსულ ტელეგრამ არხებზეც ვრცელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და არც სხვა უწყებებს ლიმანისა და იზიუმის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
Инсайдер UA ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს ქალაქი იზიუმიც. ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, როგორ ტოვებენ ტექნიკასა და შეიარაღებას რუსი ჯარისკაცები და ოკუპირებული ქალაქებიდან გარბიან.
ავტორი