უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსული სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მახლობლად გაანადგურეს. ამის შესახებ სამხედრომ იური კოჩევენკომ Twitter-ზე დაწერა.
“ახლა, ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მახლობლად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული სუ-34 გამანადგურებელი. ეს არის ჩვენი ცა”, – წერს კოჩევენკო.
ტელეგრამის არხი ომი ოკუპანტებთან(APU), წერს, რომ უკრაინელი დამცველები ადვილად ახერხებდნენ ოკუპანტების თვითმფრინავების ჩუგუევთან და პეჩენეგებთან ახლოს მდებარე პოზიციებიდან ჩამოგდებას.
კოჩევენკომ, ასევე გამოაქვეყნა ჩამოგდებული თვითმფრინავიდან საუბრის რადიო მოსმენა. ის მოწმობს, რომ სუ-34-ში მარცხენა ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. შეშინებული პილოტები აფრენას აპირებდნენ. უცნობია, მიაღწიეს თუ არა მათ წარმატებას.
ავტორი