პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევა პროვოკაციაა, რომელიც მიმართულია ქართველი და უკრაინელი ხალხის ძმობის საწინააღმდეგოდ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ალტ ინფო“ და მისი იდეოლოგია საქართველოში უნდა აიკრძალოს.
„მსგავსი ფაქტი არის არამარტო პროვოკაცია, არამედ მიმართულია ჩვენი და უკრაინელი ხალხის ძმობის საწინააღმდეგოდ. ასეთი ქმედებები არის რუსული პროპაგანდა საქართველოში და საერთოდ, „ალტ ინფო“ და მისი იდეოლოგია უნდა აიკრძალოს საქართველოში იმიტომ, რომ არ შეიძლება წარმოადგენდე იმ ძალას, რომელსაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული“,-განაცხადა ხაზარაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, “ალტ-ინფოს” ბაზაზე დაფუძნებული “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია.