უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram არხზე ავრცელებს და წერს, რომ განგაში MiG-31K-ის აფრენას უკავშირდება.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, 29 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა.