უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საინვესტიციო ოფისს, რომელიც მუშაობს სექტემბერში დაიწყებს, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sova.news ავრცელებს.
„შემიძლია გითხრათ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში გავხსნით. ხელმძღვანელად იქ ბატონი ვარშალომიძე ავიყვანეთ, რომელიც ბათუმს აშენებდა. საკადრო პოლიტიკაში ცვლილებები შედის“, — განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოფისი ახალი სტრუქტურაა და ის მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული.
„მივიღეთ გადაწყვეტილება — ერთი ცალკეული გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი უკვე სექტემბერში იმუშავებს და მხოლოდ ის იქნება დაკავებული ინვესტიციებით. პირველი ჩემი გეგმა მათთან უკვე შევათანხმე. გეგმა თვრამეტ თვეზეა გათვლილი. უკრაინაში 7 მილიარდი აშშ დოლარის სწრაფი ინვესტიციების მოზიდვის გეგმა. უკვე არიან გასაგები კომპანიები და ხალხი“, — თქვა ზელენსკიმ.
ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეა. ის უკრაინაში 12 მარტიდან ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად მუშაობს.
წყარო: tv25.ge