ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის თავდასხმის დროს რუსული SU-25 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.
“რაშისტებს კიდევ ერთი მოიერიშე SU-25 გამოაკლდათ. ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის იერიშის დროს ეროვნული გვარდიის მებრძოლმა რუსულ SU-25-ს Igla-ს ტიპის რაკეტა მოარტყა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრის თვითმფრინავის ჩამოვარდნა დადასტურდა. სამიზნე განადგურებულია”. – წერია განცხადებაში.
როგორც ეროვნული გვარდია აღნიშნავს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საზოგადოებისთვის ცნობილმა “ზაპოროჟიეს შურისმაძიებელმა” ჩამოაგდო, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება. 19 წლის მებრძოლმა, რომელმაც გადასატანი საზენიტო კომპლექსით ექვსი რუსული თვითმფრინავი და ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, უკრაინის ეროვნული გმირის წოდებაც მიიღო.
ავტორი