საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად ია მამალაძე, ზაზა შათირიშვილი და მალხაზ ასლამაზაშვილი შეარჩია.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააცნო.
აღსანიშნავია, რომ წარდგენილი კანდიდატებიდან ია მამალაძეს ყველაზე მაღალი ქულა აქვს _ მას კანდიდატების შესარჩევი კომისიის ცხრა წევრიდან ცხრავემ დადებითი შეფასება მისცა.
უკვე ცნობილია სხვა სუბიექტების წარმომადგენლების _ საპარლამენტო უმცირესობამ თავის კანდიდატად ნინი კაკაბაძე დაასახელა; აჭარის უმაღლესმა საბჭომ – ბესიკ ლილუაშვილი, სახალხო დამცველმა კი არჩევანი ზვიად დევდარიანზე გააკეთა.
პარლამენტი სამეურვეო საბჭოს წევრებს მომავალ სასესიო კვირაში უყრის კენჭს.