საქსტატმა 2021 წლის უმუშევრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პანდემიისგან შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, უმუშევრობა 18,5%-დან 20,6%-მდე გაიზარდა.
როგორც საქსტატის მონაცემებით ირკვევა, უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია ახალგაზრდებში.
“20-24 ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობა 41%-ს აღწევს; 25-29 ასაკობრივ ჯგუფში – 27,8%-ს; 30-34 ასაკობრივ ჯგუფში – 24,5%-ს, ხოლო 35-39 ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობა 20%-ია”,_ წერია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.