ეს უნიკალური რეცეპტი ბიბლიაშია ნახსენები და 3500 წელს ითვლის. ეს არის ზეთისხილის ფოთლების ნაყენი, რომელიც ეფექტურია დიაბეტის, ინსულტის, მაღალი არტერიული წნევის, ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალოდ.
ზეთისხილის ფოთლებში შემავალ ოლეურეპინს ანტიმიკრობული და სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს, დაგეხმარებათ ჰერპესის, მენინგიტის, გრიპის, პნევმონიის, გაციების და სხვა ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მატონიზირებელი შესანიშნავი საშუალებაა.
ახალი ფოთლების ღეჭვა ახორცებს წყლულებსა და აქრობს პირიდან სუნს. ნაყენი კი კბილის ტკივილსაც შველის.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5ც. გამომშრალი ფოთოლი და 400 მლ. წყალი. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ფოთლები. ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გადმოდგით, ამოიღეთ ფოთლები და სითხე გააჩერეთ 15 წუთით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ლიმონი ან თაფლი დაუმატოთ.