https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უცნობი ჯორჯ მარტინი ბავშვობაში თავის დაწერილ ამბებს ყიდდა

10:08; 29.08.2023
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მომავალი მწერალი ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ბეიოუნში, გაიზარდა, სადაც მამამისი გემებზე მტვირთავად მუშაობდა.

“ბეიოუნში რომ ვცხოვრობდი, ძალიან მინდოდა, იქიდან თავი დამეღწია”, — იხსენებს მარტინი, — “იმიტომ კი არა, რომ ცუდი ადგილი იყო — ბევრი მხრივ ბეიოუნი მშვენიერი ქალაქი გახლდათ. თუმცა, ჩვენ ღარიბები ვიყავით. ფული არ გვქონდა და ვერსად დავდიოდით”.

რადგან ბავშვობაში ბეიოუნიდან არსად წასულა, მარტინმა მოგზაურობა წიგნების მეშვეობით გადაწყვიტა. ადრეული ასაკიდანვე შეიყვარა კითხვა და მეტიც — წერას მიჰყო ხელი. მოგვიანებით იმასაც მიხვდა, რომ თავის საყვარელ საქმიანობას შემოსავლის მოტანა შეეძლო, ამიტომ ურჩხულებზე დაწერილ მოთხრობებს სამეზობლოში სხვა ბავშვებზე ყიდდა — თითოეულს პენიდ. მარტინს ამ საქმისთვის თავის დანებება მაშინ მოუხდა, როცა მის ერთ-ერთ “კლიენტს” ღამის კოშმარები დაეწყო, ამბავმა კი ჯორჯის დედის ყურამდეც მიაღწია.

ძალიან უყვარს კომიქსები

მარტინმა თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში ფენტეზის ჟანრის პროზა განავითარა, თუმცა, ამასთან, კომიქსების დიდი მოყვარულიცაა და ამ სახის ლიტერატურას მიაწერს თავისი კარიერის დაწყებასაც.

“კომიქსების მადლიერი ვარ, რადგან მათ მაქციეს მკითხველად, რამაც შემდეგ მწერლად მაქცია”, — ამბობს მარტინი, — “1950-იანების ამერიკაში ჩვენ საგანგებო წიგნები გვქონდა კითხვის სასწავლად. ისინი მოგვითხრობდნენ დიკსა და ჯეინზე (პოპულარული ამერიკული კლასგარეშე საკითხავის პერსონაჟები), რომელთაც ყველაზე მოსაწყენი ოჯახი ჰქონდათ. არავის ვიცნობდი, ვინც მათნაირად ცხოვრობდა. აი, ბეტმენსა და სუპერმენს კი ბევრად საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ. გოთემი ბევრად მომხიბვლელი იყო, ვიდრე ის ქალაქი, სადაც დიკი და ჯეინი ცხოვრობდნენ”.

ახალშეძენილ სახლში ბიბლიოთეკის კოშკურა ააგო

2009 წელს მარტინმა ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ სანტა-ფეში, სახლი იყიდა. ახალშეძენილი სახლი მისი ბინის მახლობლად მდებარეობდა და იქ მწერალმა სამუშაო სივრცე მოიწყო. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჯორჯმა თავისი ბიბლიოთეკისთვის კოშკურის აგებაც მოიწადინა. მართალია, მეზობლებმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ უფლება არ მისცეს, სასურველი სიმაღლის კოშკი აეგო, თუმცა, მარტინმა ჩანაფიქრი ნაწილობრივ მაინც განახორციელა.

წარუმატებელმა რომანმა ტელევიზიისკენ უბიძგა

სანამ მარტინი 1996 წელს გამოცემული სატახტოთა თამაშით გაითქვამდა სახელს, 1983 წელს რომანი, სახელად The Armageddon Rag გამოსცა. წიგნი კომერციულად წარუმატებელი გამოდგა, თუმცა, პროდიუსერმა ფილ დეგერემ მისი ეკრანიზაციის გადაღება მაინც მოიწადინა. საბოლოოდ, ეს პროექტი ვერ შედგა, მაგრამ დეგერემ მარტინის ნიჭიერება დაინახა და რადგან იმ დროისთვის The Twilight Zone-ის ახალ ვერსიას იღებდნენ, ავტორს თანამშრომლობა შესთავაზა. მარტინმა რამდენიმე ეპიზოდის სცენარი დაწერა, მერე კი სერიალ Beauty and the Beast-ზეც იმუშავა.

მწერლის სტილი ტელევიზიის სტანდარტებს ვერ მოერგო

მართალია, მარტინმა სატელევიზიო პროექტებზე მუშაობისას წარმატებას მიაღწია, ტელევიზიის სტანდარტები მისთვის მაინც ხელისშემშლელი იყო. მას გამუდმებით უწევდა შენიშვნების მიღება, რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი — არა.

“ბევრი შეზღუდვა გვქონდა და ამან მოტივაციაც ჩამიკლა”, — იხსენებს მწერალი, — “გამუდმებით კამათობდნენ ცენზურაზე, როგორ უნდა წარმოჩენილიყო სექსუალური შინაარსი, რამდენად პოლიტიკური იყო სცენა და რამდენად ძალადობრივი უნდა ყოფილიყო ის. არავის განაწყენება არ სურდათ. ასეთი დავა იყო Beauty and the Beast-ზეც. ურჩხულს ხალხი უნდა დაეხოცა, პერსონაჟის არსიც ეს იყო. ის ხომ ურჩხული გახლდათ. მაგრამ ტელევიზიას სისხლის და ხალხის დახოცვის ჩვენება არ სურდა. პერსონაჟი მოსაწონად უნდა დარჩენილიყო”.

სატელევიზიო სტანდარტების შეცვლას მარტინი HBO-ს მიაწერს

მარტინის ლეგენდარული ყინულისა და ცეცხლის სიმღერა სატელევიზიო ეკრანზე HBO-მ გააცოცხლა. სერიალი 2010-იანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა. როგორც ჩანს, მწერალი არა მხოლოდ კმაყოფილი დარჩა თავისი ნაწარმოების ეკრანიზაციით, კომპანიას მისთვის ასე საძულველი სტანდარტების შეცვლასაც უმადლის.

“HBO-მ შეცვალა ის სტილი, სადაც ყველა მოსაწონი უნდა ყოფილიყო”, _  ამბობს მარტინი, _  “ეს The Sopranos-მა შეძლო. იქ თქვენ ტონი სოპრანოს ხვდებით, რომელიც ფსიქიატრის კაბინეტში იმყოფება და თავის დეპრესიასა და ამგვარ რაღაცებზე საუბრობს. თქვენ კი ეს კაცი მოგწონთ. მერე იგი მანქანაში ინაცვლებს, მიდის თავის მოვალესთან და წიხლებს ურტყამს. ეს რამდენად მოსაწონია? თქვენ უკვე აღარ გადარდებთ, რადგან სერიალით დაინტერესდით. HBO-მდე კი Breaking Bad-ში უოლტერ უაითისნაირი პერსონაჟი ვერანაირად იარსებებდა”.

საკუთარი კინოთეატრი აქვს

2006 წელს სანტა-ფეში კინოთეატრი დაიხურა, რამაც ქალაქის ბევრ მცხოვრებს, მათ შორის, მარტინს, გული დასწყვიტა. წლების შემდეგ, მწერალმა უკვე საკუთარი სახსრებით შეძლო, კინოთეატრი კვლავ გაეხსნა. 2013 წელს გახსნილ კინოთეატრში დღეს ფილმების გარდა საგანგებო ღონისძიებებიც იმართება — მაგალითად, იქვე აჩვენებდნენ სატახტოთა თამაშის სერიებს. ობიექტს ეკუთვნის ბარიც, სადაც ვესტეროსის სასმელებით გაგიმასპინძლდებიან.

ერთხანს ფულს ჭადრაკის თამაშით შოულობდა

მომავალმა მწერალმა ჭადრაკის თამაში სკოლის პირველივე კლასებში ისწავლა. თამაში კოლეჯშიც გააგრძელა, მერე კი მოჭადრაკეების გუნდის კაპიტანი გახდა.

“ორი თუ სამი წელი მშვენივრად ვიყავი”, _ იხსენებს მარტინი, _  “მწერლების უმეტესობას სამსახური სჭირდება; ხუთი დღე მუშაობენ და მერე უქმეებზე წერენ ხოლმე. ჭადრაკის ტურნირები კი ყოველთვის უქმეებზე იმართებოდა, ამიტომ შაბათ-კვირას ვმუშაობდი, შემდეგ კი საწერად ხუთი დღე მქონდა. ჭადრაკმა იმდენი ფული მაინც მაშოვნინა, რომ გადასახადები დამეფარა”.

მწერლის მრავალრიცხოვანი მკითხველი არაერთხელ დარაზმულა, მის დასაპატიმრებლადაც კი. ცეცხლისა და ყინულის სიმღერა შვიდწიგნეული საგაა, თუმცა, მისი ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე ნაწილი, 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ ბევრმა ქარმა ჩაიარა; დაიწყო და დასრულდა წიგნების მიხედვით გადაღებული სერიალი, თუმცა, მკითხველები ჯერ კიდევ ელოდებიან სერიის მეექვსე ნაწილს — ზამთრის ქარებს. ამის მიზეზი კი, რეალურად, მწერლის შეცვლილი ცხოვრების სტილია.

“ბოლო წლებში, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, პრობლემას ქმნის, რადგან ყურადღებას მიფანტავს”, _  აღიარებს მარტინი, _  “წიგნები და სერიალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ სულ ინტერვიუებს ვიძლევი, აქეთ-იქით დავდივარ. უცებ სამხრეთ აფრიკაში ვარ ხოლმე წასასვლელი, ან დუბაიში. დუბაიში უფასო მოგზაურობაზე კი ვინ იტყვის უარს? როცა ვმოგზაურობ, არ ვწერ. არც სასტუმროს ნომრებში და არც – თვითმფრინავში. მუშაობისთვის შინ ყოფნა მჭირდება, რათა არავინ შემაწუხოს. მთელი ჩემი ცხოვრება სულიერი არ მაბეზრებდა, ახლა კი ყოველდღე ყველა მაწუხებს”.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ჯორჯ მარტინი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

ავარია თბილისში _ მანქანა მოპედს შეეჯახა

ქარსაფარი ზოლები და მევენახეობა მევენახეობის განვითარებისთვის

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11.02.2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

15:00; 11.02.2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო