მაშინ, როდესაც ჩოხატაურში, ხიდისთავის თემის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება, მდინარე გუბაზეულთან მდებარე ერთ-ერთი მილიდან წყალი გეიზერივით მოხეთქავს და მდინარეში იღვრება. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მილი რამდენიმე საათია დაზიანებულია.
“უწყლობით ვიხრჩობით, სადაა, მდინარეში ჩასაქცევი წყალი”, _ ამბობენ უწყლობით შეწუხებული ადამიანები.
ფაქტთან დაკავშირებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, ზურაბ მათითაიშვილს დავუკავშირდით.
„მანდ არის მილი, საიდანაც ხანძრის შემთხვევაში სახანძრო მანქანა წყლით უნდა შეივსოს. დაზიანდა და უკვე ვაკეთებთ“,_ გვითხრა მათითაიშვილმა.