https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ვამაყობთ, რომ ურუგვაელები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამის გამო ბევრი პატივს არ გვცემს“

10:35; 4.12.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ კატარში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო პირველობაზე მერვედფინალური სტადიის შეხვედრები დაიწყო.

ყველა მოელოდა რომ აშშ–ის ნაკრები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაძაბულ ბრძოლას გაუმართავდა. ამერიკელთა სამწუხაროდ ლუის ვან გაალის ბიჭებმა მთელი შეხვედრა დამაჯერებლად წარმართეს და 3:1 გაიმარჯვეს.

არგენტინის ეროვნული გუნდი საუდის არაბეთთან განცდილი მარცხის შემდეგ გონს მოეგო და კატარში ზედიზედ მესამე მეტოქეს აჯობა. მერვედფინალში ლეო მესისა და მისი თანაგუნდელების მორიგი მსხვერპლი ავსტრალია აღმოჩნდა – 2:1.

მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

გუშინ, ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ სოციალურ ქსელში საყურადღებო პოსტი გამოაქვეყნა:

„მსოფლიოს ჩემპიონატიდან ასე დამშვიდობება ძალიან მტკივნეულია, თუმცა ამას სიამაყით ვაკეთებთ, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ მთელი ძალა და ენერგია მოედანზე ქვეყნის გულისთვის დავტოვეთ. ვამაყობთ, რომ ურუგვაელები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამის გამო ბევრი პატივს არ გვცემს. მადლობა თითოეულ ურუგვაელს, ვინც მხარს გვჭირდება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან“.

ურუგვაი – განას მატჩის დამატებულ დროში, აფრიკული გუნდის მცველმა ალიდუ სეიდუმ ედინსონ კავანი წააქცია, თუმცა შეხვედრის გერმანელმა არბიტრმა დანიელ ზიბერტმა პენალტი არ დანიშნა, მომენტი VAR-ის საშუალებითაც გადამოწმდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „BBC“–ის ექსპერტებმა ალან შირერმა და რიო ფერდინანდმა ისაუბრეს, მათი აზრით ამ მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

„ეს უდავოდ თერთმეტმეტრიანია, სეიდუმ კავანის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია“ – აღნიშნა შირერმა.

„ამ მომენტში კონტაქტი აშკარად იყო, ვფიქრობ, პენალტი უნდა დანიშნულიყო“ – განაცხადა ფერდინანდმა.

საკამათო ეპიზოდის შესახებ კომენტარი „პარი სენ ჟერმენისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომაც გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს თერთმეტმეტრიანია, ფორვარდმა ჭკვიანურად იმოქმედა, როდესაც დაელოდა, თუ როდის დაარღვევდა წესებს მის წინააღმდეგ მეტოქე“.

საინტერესოა რომ ლუის სუარესსა და ედინსონ კავანის გუნდს მომდევნო სტადიაზე გასასვლელად მხოლოდ ერთი გატანილი ბურთი დააკლდათ.

ურუგვაის ეროვნული გუნდი მერვედფინალურ სტადიაზე პორტუგალიელთა უნიათო თამაშის გამოც ვერ გავიდა, რომელიც ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში სამხრეთ კორეასთან დამარცხდა.

ამ მატჩის შემდეგ ერთი სკანდალი აგორდა. კრიშტიანო რონალდო 65-ე წუთზე შეცვალეს და „ვარსკვლავთბიჭუნა“ შეხვედრის შემდეგ ცუდ ხასიათზე იყო.

იმ ფაქტმა, რომ პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა 65-ე წუთზე მისი მოედნიდან გაყვანა გადაწყვიტა, ეუსებიოს რეკორდის (9 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატებზე) დამხობა გააძნელა. ამის გარდა კრიშტიანოს ძალიან არ უყვარს როდესაც მატჩის მიმდინარეობისას ცვლიან.

ესპანური გამოცემა „AS CMTV“-ის მტკიცებით, სათადარიგოთა სკამთან მისულმა რონალდომ მწვრთნელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მოგვიანებით რონალდომ ეს ამბავი უარყო: – „კორეელმა ფეხბურთელმა მომიწოდა, მოედნიდან უფრო სწრაფად გავსულიყავი. ჰოდა, ვუთხარი, მშვიდად იყავი, შენ ვინ გეკითხება–მეთქი. ავტორიტეტი არ აქვს. თუ მოედნიდან ნელა გავდივარ, მსაჯის საქმეა, ამაზე მიმითითოს.“

„გაჯავრებული“ ფეხბურთელი ფერნანდუ სანტუშმაც დაიცვა: – „კორეელ ფეხბურთელზე იყო გაბრაზებული. ეს ყველამ დაინახა. შეურაცხყოფა მიაყენეს და უთხრეს, სწრაფად გადიო“.

საინტერესოა, რომ კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე კარში 100-ჯერ დაარტყა. სტატისტიკა 1966 წლის შემდეგ ითვლება.

განის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტო ადომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ურუგვაისთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მსოფლიოს ჩემპიონატიც რომ მოგვეგო, მაინც წავიდოდი. ჩემი ოჯახი ჩვენს მომავალს გერმანიაში ხედავს“, – თქვა 47 წლის განელმა მწვრთნელმა.

ოტო ადო განის ნაკრებს მიმდინარე წლიდან ხელმძღვანელობდა და მთავარ მწვრთნელად მან კარიერაში პირველად იმუშავა. ოტო ადო გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგშია დაბადებული და კარიერის უმეტესი ნაწილიც იქ აქვს გატარებული.

ოტო ადო, კარლოს კეირუშის, ხერარდო მარტინოსა და რობერტო მარტინესის შემდეგ მეოთხე მწვრთნელია, რომელმაც მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას რობერტო მარტინესის შემცვლელი უკვე მოძიებული ყავს. ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა, აშშ–ის ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბელგიის ნაკრების მწვრთნელობა არ გამორიცხა. როგორც მან თქვა, გადაწყვეტილებას მეუღლესთან ერთად მიიღებს.

„მე ბელგიის ნაკრების მწვრთნელად? ჩემი მეუღლე, ტრუუსი უნდა დაარწმუნოთ. შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო, როგორც თავისუფალმა ადამიანმა , მაგრამ არის ქვეყნები, სადაც არც მე წავალ და არც მეუღლე გამომყვება.

ახლა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ნიდერლანდების ნაკრებზე ვფიქრობ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატები გავხდეთ და 4 თამაშია დარჩენილი. მსოფლიოს ჩემპიონები რომ გავხდეთ, შეთავაზებებსაც მივიღებ, მაგრამ ჯერ არ ვართ და ნიდერლანდური მედიაც გვაკრიტიკებს. წარსულით არ ვცხოვრობ, მომავლით ვცხოვრობ. ბელგიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა მე არ მიკვირს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ჩვენ მოვახერხეთ მათი დამარცხება ბოლო მატჩებში. ფეხბურთში საჭიროა იღბალი, მსაჯებიც თამაშობენ როლს, მხოლოდ ტექნიკა და ტაქტიკა არ არის მნიშვნელოვანი“, – თქვა ვან გაალმა.

ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს მუნდიალის დასრულების შემდეგ დატოვებს, რადგან რონალდ კუმანთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და სწორედ ის იქნება ნაკრების ახალი მწვრთნელი.

გუშინ, ფიფას პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებულია, რომ იაპონიისა და ესპანეთის მატჩში აზიელთა მეორე გოლის მომენტში ბურთს მოედნის ფარგლები ბოლომდე არ დაუტოვებია.

„სხვადასხვა რაკურსმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ბურთი სრულად გადასული არ არის“, – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

ხსენებულ მომენტში გოლი აო ტანაკამ გაიტანა და იაპონიამ 2:1 მოიგო, რის შედეგადაც, ჯგუფში გერმანიის ნაკრები ჩარჩა.

გერმანიის ნაკრებზე ჩამოვარდა საუბარი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მისთვის შოკისმომგვრელი ამბავია.

„ძალიან იმედგაცრუებული და შოკირებული ვარ იმით, თუ როგორ წარიმართა ტურნირი გერმანიის ნაკრებისთვის. ზოგადად, გუნდის თამაში საკმარისად კარგი არ იყო. როცა ანგარიშში წინ ხარ, არ შეიძლება მუდმივად მეტოქეს მისცე თამაშში დაბრუნების რწმენა. როცა მე ნაკრებში ვთამაშობდი, მსგავსი არაფერი მახსენდება. გუნდი დაცვაში კონცენტრირებული არ იყო და უბრალოდ მეტოქეებს უყურებდნენ“, – თქვა ბასტიან შვაინშტაიგერმა.

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის ნეიმარის მამამ, უფროსმა ნეიმარმა თავის შვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მოედანზე ფინალისთვის დაბრუნდება.

„ვფიქრობ, ნეიმარი მოედანზე ფინალისთვის დაბრუნდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თანაგუნდელებს ტურნირის მოგებაში დაეხმაროს. რაც მთავარია, მას ფორმის პიკში დაბრუნება შეუძლია. ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს გუნდზე დიდი გავლენა აქვს, ის ნომერ პირველია“, – თქვა ნეიმარის მამამ.

ბრაზილიური მედიის ცნობით, ნეიმარს გამოჯანმრთელების პროცესში პროგრესი კი აქვს, თუმცა ამ დრომდე ვერ ვარჯიშობს. ბრაზილიელთა საწვრთნელ ცენტრში უკვე დაბრუნდნენ ტრავმირებული დანილო და ალექს სანდრო, ხოლო ნეიმარი სასტუმროში დარჩა.

თუ „პსჟ“–ის თავდამსხმელი სამ დეკემბერს წვრთნის პროცესში ჩართვას შეძლებს, სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იქნება და ცვლილებაზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ითამაშებს. წესით, ნეიმარი მზად 1/4-ფინალური მატჩისთვის უნდა იყოს. ბრაზილიური მედიის მტკიცებით, საჭიროების შემთხვევაში, ფეხბურთელი, რომლისთვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება კარიერის უმთავრესი მიზანია, გამაყუჩებლებით თამაშზეც კი თანახმაა.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ტურში ბელგიას შეეძლო ხორვატია დაემარცხებინა და ფლეი–ოფში გასულიყო, მაგრამ შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა რომელუ ლუკაკუმ ოთხი ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა, მატჩი 0:0 დასრულდა, მისი გუნდი ჯგუფში ჩარჩა, ხოლო მეტოქემ გათამაშების შემდეგ ეტაპზე გააღწია.

ლუკაკუ ტურნირზე ერთ ტაიმში ხელიდან გაშვებული მომენტების მიხედვით ანტირეკორდსმენი და ბელგიელთა წარუმატებლობის სიმბოლო გახდა.

ხორვატიის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ივან რაკოტიჩმა განაცხადა, რომ მას მათგან „ჯილდო“ ეკუთვნის: „კარგი ხარ, ლუკაკუ! სპლიტში ერთთვიანი შვებულება ჩვენი ხარჯით უნდა მოვუწყოთ“.

თურქეთის ტელეკომპანია „TRT“–ზე კი მატჩის მიმდინარეობისას კომენტატორი გამოცვალეს იმის გამო, რომ მან ეთერში ჰაქან შუქურის სახელი ახსენა.

მაროკოსა და კანადის მატჩში, როდესაც ჰაკიმ ზიეშმა გოლი გაიტანა, კომენტატორმა ალფერ ბაკირჩიღილმა გაიხსენა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი თურქი თავდამსხმელი ჰაქან შუქურია.

მეორე ტაიმში მატჩი უკვე სხვა კომენტატორმა წაიყვანა და განმარტება თუ რატომ მოხდა ცვლილება, არ გაკეთებულა.

ცნობილია, რომ ჰაქან შუქურს თურქეთის ხელისუფლებასთან პრობლემები აქვს და პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მტერია, რის გამოც ახლო წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს და დღემდე აშშ–ში ცხოვრობს.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026

ავტოხულიგანი ჩარლი

ხრიკი

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

4:46; 14.09.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო