ვანდალიზმის ფაქტი მოხდა სენაკში – ქალაქის ცენტრალურ პარკში, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი დააზიანეს.
როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფაქტთან დაკავშირებით, მათ უკვე მიმართეს შესაბამის უწყებას.
“სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა შესაბამის უწყებას, რათა ფაქტზე მოხდეს სამართლებრივი რეაგირება. ასევე, უკვე ჩავრთეთ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ დაზიანებული ბიუსტის რეაბილიტაციას”,- აცხადებენ მერიაში.
































































