ნატურალური პროდუქტები ჯანმრთელობის საგანძურია. ხაჭოს, რძეს, ნაღებსა და არაჟანს ქალბატონები იმისათვის ხმარობენ, რომ მრავალი წლის მანძილზე სილამაზე შეინარჩუნონ.
ნაომი კემპბელი პერიოდულად უკეთებს თავის კანს პილინგს. ალბათ, ამიტომაც აქვს მას ასე მომხიბლავი ხავერდოვანი კანი.
სინდი კროუფორდი პულვილიზატორში ასხამს ერთნაირი რაოდენობით წყალსა და რძეს და ამ ნარევით მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე იტენიანებს სახეს.
უმა თურმანი ყოველ დილით იკეთებს მასაჟს ზეითუნისა და შალფეის ზეთების ნარევით.
კიმ ბესინჯერი თმებს იბანს მხოლოდ მინერალური წყლით.
მადონას ხელები ლამაზია, იმიტომ, რომ ის რეგულარულად ისვამს მხრიდან თითების ბოლოებამდე თეთრ თიხას, რომელსაც უნარი აქვს გამოიმუშაოს კოლაგენი, რაც კანს ამკვრივებს.
პამელა ანდერნსონი მხრებში იზელს ფორთოხალს. გახეხილი ფორთოხლისა და ზღვის მარილის სკრაბი (ერთი ცალი ფორთოხალი, 2 ჩაის კოვზი ზღვის მარილი) ამსუბუქებს კანს და მშვენივრად ართმევს თავს მზის სხივებით დამწვრობის შემდეგ კანის აქერცვლას.
კბილებს იწმენდს მარწყვით – კბილის ემალის ნატურალური მათეთრებლით. იაფი არ არის, მაგრამ არის ორიგინალური! მას აქვს თავისი გამოცდილი ნივთიერება თმების ბზვინვარებისთვის – აბუსალათინის ზეთი.
დენიზ რიჩარდსი რეკომენდაციას გვაძლევს, რომ დღე დავიწყოთ ოცი ჩაბუქვნით. ეს წაგართმევთ მხოლოდ ნახევარ წუთს. რაღაც დროის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი კუნთები დაიჭიმა, სილუეტი კი უფრო დაიხვეწა. იქნებ ჩაბუქვნების შემდეგ გააკეთოთ აზიდვები, ან სცადეთ გააკეთოთ ყოველ დილით, 10 წუთის განმავლობაში ჩვეულებრივი დილის ვარჯიშები და ხშირად იაროთ ფეხით.
ჯენიფერ ენისტონი მინერალური წყლისგან ამზადებს ყინულის კუბიკებს, ახვევს მათ ხელსახოცში და იწმენდს სახეს დილას და საღამოს.
სალმა ჰაიეკი ხმარობს მინერალურ წყალს, როგორც მაკიაჟის ფიქსატორს. მაკიაჟი უკეთესად შენარჩუნდება, თუ ცოტა ტენიან სახეზე წავისმევთ, წყლის უწვრილესი ნაწილაკები კი აჯანსაღებენ დეკორატიული კოსმეტიკის საღებავებს და უფრო მდგრადს ხდის მათ. სალმა სპრეიდან ისხამს წყალს სახეზე ნახევარი მეტრის მანძილიდან იმისათვის, რომ სახეზე წარმოიშვას მსუბუქი ღრუბელი წვეთების გარეშე.