“ჩემი დაწერილია ეს კომენტარი, ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. ნამდვილად არ მინდოდა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. ბოდიშის დაწერაც შემიძლია წერილობით. იქნებ გაითვალისწინოთ, რომ არ მაქვს იმის საშუალება 1500 ან 4000 ლარი გადავიხადო”, – ეს განცხადება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრებ თენგიზ ფუტკარაძეს ეკუთვნის.
რამდენიმე წუთის წინ სასამართლოში მოსამართლე ია ბარამიძემ განიხილა ვასილ მაღლაფერიძისა და მოქალაქე თენგიზ ფუტკარაძის საქმე.
როგორც ცნობილია, ფეისბუქზე, 11 ივნისს, თენგიზ ფუტკარაძემ შეურაცხყოფელი სიტყვები დაწერა ვასილ მაღლაფერიძის მისამართით.
“ავღელდი, როდესაც ვნახე ის ვიდეოკადრები, სადაც ბავშვი წაიქცა სიმღერის დროს. ძალიან განვიცადე ამ ბავშვის უეცარი წაქცევა. ზოგადად, არ ვწერ მსგავსს კომენტარებს ფეისბუქზე, არც არასდროზე ვყოფილვარ სასამართლოში ბრალდებულის სკამზე”, – აღნიშნა თენგიზ ფუტკარაძემ.
მოსამართლე ია ბარამიძემ მიმართა ბრალდებულს, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ისჯება1500 ლარიდან 4000 ლარის ოდენობით თანხით ან 40 დღე პატიმრიბით.
ია ბარამიძის გაფაწყვეტილებით, მოქალაქე თენგიზ ფუტკარაძეს 1500 ლარის გადახდა დააკისრა.



































































