პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომის პაპი ლეო XIV საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს და სრულიად ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. რომის პაპი ოფიციალურ მიმართვაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ერის ერთიანობას, სოციალურ სოლიდარობასა და მშვიდობას.
„თქვენი ეროვნული დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მხურვალე სურვილებს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და გულთა ერთიანობისათვის. ვლოცულობ უფლის წინაშე, რომ თქვენმა თანამოქალაქეებმა კვლავაც ჰპოვონ მარად ახალი შთაგონება ერის საერთო კეთილდღეობისათვის მსახურების გზაზე.
დაე, ისინი დარჩნენ მშვიდობისმყოფელებად, ღარიბთა ძახილის მიმართ მგრძნობიარეებად და შემოქმედებითებად ქველმოქმედებაში მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად. ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება. გულწრფელად მოვუხმობ ღვთიურ კურთხევას თვენი აღმატებულებისათვის, საზოგადოებრივ საქმეზე პასუხისმგებელი ყველა პირისა და სრულიად ქართველი ხალხისათვის“, — აღნიშნულია რომის პაპის ლეო XIV-ის მისალოც წერილში.

































































