საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საზოგადოებრივ განწყობებს აფასებს ოპოზიციის წარმომადგენელი, რომან კალანდაძე.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით, 26 მაისის უმთავრესი იდეა ყოველთვის ეროვნული კონსოლიდაცია და ერთობა იყო, თუმცა დღევანდელი რეალობა ამ პრინციპებს მკვეთრად აცდენილია.
„დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმით არის კარგი და ღირებული, როცა ერი ერთიანია და საზოგადოებაში არ არის ხელოვნური გახლეჩვა. თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოს. ერი გახლეჩილია და სწორედ ამ პოლიტიკური თუ სოციალური დაპირისპირებით უფერულდება დამოუკიდებლობის დღის მთავარი არსი“, — აცხადებს კალანდაძე.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ, სოციალურად დაცულ და ერთიან საზოგადოებაზე დგას, რასაც დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხეს უქმნის.
































































