ამ წუთებში, თბილისი-ოზურგეთის მატარებლის მგზავრები სამარშრუტო ტაქსებით თბილისში გადაჰყავთ. ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ერთ- ერთი მგზავრი ადასტურებს.
“10 წუთის წინ მოხდა ჩვენი გადანაწილება სამარშრუტო ტაქსებში. მივყვავართ თბილისში. ჩემი ინფორმაციით დაშავებულები არ არიან”, – გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა.
მისივე ინფორმაციით, მატარებლის ვაგონს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დაეცა.
“ჩვენც ვერ მოვდივართ აზრზე რა მოხდა. კარები ჩაიკეტა, ხანძრის დროს და ვერ ვტოვებდით ვაგონს. მე პირადად მეოთხე ვაგონში ვიყავი და ამ ვაგონის გამცილებელს რომ არ ევაჟკაცა, არ ვიცი რა მოხდებოდა. მან ხელით მოახერხა კარების გაღება”,_ გვეუბნება მატარებლის ერთ-ერთი მგზავრი.
ცნობისთვის, ოზურგეთი-თბილისის მატარებელს ცეცხლი ხაშურთან დაახლოებით ორი საათის წინ გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს “გურია ნიუსმა” ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ ჰკითხა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მათი კომპეტენცია არ არის.
ავტორი