https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვერავინ შეძლებს უსინდისო ბრალდებებით, ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას“_ გარიგება თუ იმპიჩმენტი

14:04; 17.04.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძაფრდება _ როგორც “გურია ნიუსი” უკვე წერდა, “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. მოვალეობას ამ დროისთვის, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ასრულებს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, გახდება თუ არა ის ოფიციალურად თავმჯდომარე.

ყრილობაზე, რომელიც 23 აპრილს ურეკში უნდა ჩატარდეს, მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა, პოსტზე კი რამდენიმე კანდიდატურა სახელდება, მათ შორის, “ოცნების” სიის მეათე ნომერი გიორგი ჭკუასელი, რომელიც, როგორც ჩვენი წყაროს ამბობს, პარლამენტარ არჩილ თალაკვაძის კადრია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჭკუასელი საკრებულოში ვერ მოხვდა.

რატომ გადააყენეს დარჩია? ამ კითხვაზე ჩვენთან საუბრისას რამდენიმე დეპუტატი “ოცნებიდან” ხაზს უსვამს ერთ გარემოებას _ ახალარჩეულ მერს მასთან ურთიერთობა დალაგებული ჰქონდა, რაც არ მოსწონდათ პარტიაში და მიიღეს გადაწყვეტილება მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენების თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას, “გურია ნიუსთან” არ ადასტურებენ არც პარტიაში და არც თავად დარჩია, ისინი გვპასუხობენ მხოლოდ ერთს _ უბრალოდ, ახალი სახეა საჭირო კარს მომდგარი კიდევ ერთი არჩევნების წინ.

როგორც უკვე არა ერთმა წყარომ კონფიდენციალურად გვაცნობა, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატებმაც, მმართველ გუნდს საკრებულოს უმრავლესი დეპუტატების ხელით სურთ ახალარჩეულ მერს _ კონსტანტინე შარაშენიძეს იმპიჩმენტი მოუწყონ. ასევე, შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენონ დავით დარჩიაც.

დეპუტატები საუბრობენ იმაზეც, რომ იმპიჩმენტის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს არა ერთი სასამართლო პროცესი _ მერს რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირი მობილობის არასწორად გახორციელებას და კანონის დარღვევას ედავება. მმართველ გუნდს მერის იმპიჩმენტისთვის საკრებულოში 31 ხმა და ამომრჩევლის 20 პროცენტი სჭირდება. საამისოდ 31 დეპუტატი “ოცნებას” ჰყავს. როგორც ჩვენთან რამდენიმე დეპუტატი კონფიდენციალურად ამბობს, დეპუტატების ნაწილი, როგორც შარაშენიძეს ჰპირდებიან გვერდზე დგომას, პარტიის ხელმძღვანელობასაც პირობას უდებენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მათ დავალებას შეასრულებენ:

“აქედან გამომდინარე, მათ ვერ დაეყრდნობი”, _ამბობს წყარო. მისივე თქმით, “საკრებულოს გარეთ კი, სოფლებში ყოფილი წარმომადგენლები და “ოცნების” შტაბის ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლის პოსტზე დასანიშ პირებს ემუქრებიან, რომ მაისის შემდეგ მაინც სხვა პროცესები წავა და მათი თანამდებობა მხოლოდ ერთთვიანი იქნება. ისინი ამ პროცესებში იმპიჩმენტს გულისხმობენ”, _ ამბობს კონფიდენციალური წყარო.

კონსტანტინე შარაშენიძე აღნიშნული თემის დალაგებას საკრებულოს დეპუტატებთან ცდილობს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოფლების უმრავლესობას ის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ, რომლებიც მუშაობდნენ წინა ხელისუფლების პერიოდში და აქტიურად იყვნენ ჩართულები არჩევნებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მათ კონკურსი გაირეს, რომელიც ორი დღის წინ დამთავრდა.

_ თითქმის ყველა სოფელში ტოვებს შარაშენიძე ძველ გამგებლებს. მაგალითად, ნაგომარი, ძიმითი, ნარუჯა, სილაური, ნასაკირალი, სოფელი ოზურგეთი, შემოქმედი, ბაილეთი… რა გამოდის _ კონკურსი რატომ ჩატარდა? როგორც ჩვენ ვიცით, შარაშენიძეს დეპუტატები გარიგებას სთხოვენ, დატოვოს სოფლებში მათი კანდიდატები წარმომადგენლებად, თუ უნდა, რომ იმპიჩმენტის დროს ისინი მერს გვერდზე დაუდგნენ. თუმცა, მაინც არ გაახარებენ _ გამორიცხულია, არ შეარჩენენ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი დეპუტატი.

ოზურგეთის ჩინოვნიკები, ასევე, საზოგადოებაში უკვე ღიად საუბრობენ მერსა და გუბერნატორს შორის დაძაბულ ურთიერთობებზეც.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის მონაცემებს, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა გადაგზავნილიყო გუბერნიის მიერ, ხელი ორი კვირის განმავლობაში არ მოაწერა.

აღნიშნული ინფორმაცია მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ დაგვიდასტურა.

ჩვენ შევეცადეთ ეს ინფორმაციები პირველ პირებთან გადაგვემოწმებინა.

ფლობს თუ არა შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, აქვს თუ არა დაპირისპირება გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან, არის თუ არა გარიგებული დეპუტატებთან, სოფლებში მისი კანდიდატურების წარმომადგენლებად დატოვების შესახებ? _ ამ და სხვა კითხვებით შარაშენიძეს მივმართეთ, რომელმაც პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართა. პრესსამსახურში, საიდანაც პასუხს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ველოდეთ, გვითხრეს, რომ მერს ვერ უკავშირდებიან და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ენმ-ს ოზურგეთის ლიდერი ბესიკ ქათამაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ამომრჩევლის ნებას პარტიამ პატივი უნდა სცეს:

_ ხალხის ნება იყო, რაც მოხდა. “ოცნება” კი ამ ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რასაც ვხედავთ ასეა _ ამის ფაქტი არა ერთია. იმპიჩმენტის თემაც არ არის ასე მარტივი. თუმცა, საკრებულოში “ოცნებას” ჰყავს იმპიჩმენტისთვის საჭიროს რაოდენობის მხარდამჭერები.

დეპუტატი ლევან მგელაძე ამბობს, რომ, ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი თქმულა ამასთან დაკავშირებით:

_ არ უნდა დადგეს ეს საკითხი. თუ დადგება, მოვითხოვ განმარტებას, რა დანაშაულისთვის დგება იმპიჩმენტი.

ფრაქცია “ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მარი ჩხიკვიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ თუ იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა, პარტია მხარს დაუჭერს მოსახლეობის ინტერესებს და საკრებულო კანონის შესაბამისად იმოქმედებს:

_ არ ვადასტურებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მსგავსი განხილვა ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ჯობს, რომ აღმასრულებელი ორგანო, მერია იყოს საქმეზე, ხალხსა და პროექტებზე ორიენტირებული. რაც შეეხება არასწორად გახორციელებულ მობილობას, იყო თუ არა დარღვევები, ამას შესაბამისი სამსახურები იძიებენ, სასამართლო პროცესებია ჩანიშნული და დასკვნებს სასამართლოს დასრულების შემდეგ გავაკეთებთ. რაც შეეხება ჩვენი გუნდიდან სხვა დეპუტატების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ამას არ დავადასტურებ, _ამბობს ჩხიკვიშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ გადააყენეს დავით დარჩია პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან, ჩხიკვიშვილი გვპასუხობს, რომ ეს მოხდა უბრალოდ სიახლეებისთვის:

_ ვფიქრობ, რომ სიახლეებისთვის, ახალი ძალის შემოსვლისთვის. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. სხვა მუნიციპალიტეტშიც მოხდა მსგავსი რამ. არც საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაზეა საუბარი ) ამის მიზეზი არ ჩანს.

წყაროს თქმით, საკრებულოს წევრებს “მმართველი გუნდიდან” სხდომებზე პარლამენტარებისგან მესიჯები მოსდით, თუ რა უნდა თქვან სხდომის მიმდინარეობისას. აღნიშნულ ინფორმაციას ჩხიკვიშვილი არ ადასტურებს:

_არანაირი მესიჯი არ მოგვდის. არ ვასრულებთ მითითებებს, არ ვართ არავის მიერ მართული.

ჩხიკვიშვილის მსგავსად საუბრობს ფრაქცია “ოცნების” თავმჯდომარე გელა აროშიძე:

_ პირველად მესმის. მე ასე ვფიქრობ, რომ არ დადგება დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი, ახალარჩეული მერი აკეთებს ისეთ რამეებს, რაც ჩვენთვის მისაღებია.

ის ამბობს, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. რაც შეეხება დარჩიას გადაყენებას, აროშიძე ამ გადაწყვეტილებას დარჩიას ნებას უკავშირებს:

_ დარჩია პარტიის თავმჯდომარეობიდან თავისი ინიციატივით გადადგა. ახალის სახე იყო საჭირო.

დავით დარჩია: _ არ დაიჯეროთ ეგ ამბავი, არ მოხდება, არანაირად, შვილებს ვფიცავ. არც ჩემი გადაყენების შესახებ ინფორმაციაა სიმართლე.

კითხვებზე, არის თუ არა იმპიჩმენტის საკითხის დაყენების პროცესებში ჩართული გურიის გუბერნატორი, რას ფიქრობს 23 აპრილის ყრილობაზე, სადაც, შესაძლოა, არ გახდეს პარტიის თავმჯდომარე, არის თუ არა მას და მერს შორის დაძაბულობა, რატომ მოაწერა თუ არა დაგვიანებით ხელი სტიქიის მონაცემებს, მერაბ ჭანუყვაძე გვპასუხობს, რომ მას ოზურგეთის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს:

_ მე არ ვიცი და ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ! ვინც თქვენ გეუბნებათ, რომ თითქოს რაიმე დოკუმენტს ხელი დროულად არ მოვაწერე, მობრძანდეს და გაერკვეს კარგად _ ეს არის ტყუილი! რაც შეეხება დაპირისპირებას, მე არავის ვუპირისპირდები და თუ ვინმეს მსგავსი განცდა აქვს, ესეც მისი პრობლემაა. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, გეთანხმებით, დიდი პასუხისმგებლობაა და ეს გაირკვევა 23 აპრილს. მე, პირადად, ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს ვცემ მოსახლეობის აზრს, ვიდექი და ვიდგები მათ გვერდით! გარწმუნებთ, ვერასდროს ვერავინ შეძლებს, უსინდისო, გამოგონილი ბრალდებებით ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას, რადგან ძალიან კარგად მიცნობს ოზურგეთის მოსახლეობა. ასე რომ, წინ ბევრი გამარჯვება გველის! _ ამბობს ჭანუყვაძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მეცნიერებმა პლასტმასთან მებრძოლი ბაქტერია აღმოაჩინეს

25 წლის გოგოს მკვლელობა - ვეფხვია ბაქრაძეს და მის ნათესავს პატიმრობა შეეფარდათ

ყველა სიახლე

სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026
სამართალი

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14:54; 27.01.2026
ფინანსები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

14:24; 27.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 086 000 ლარია გამოყოფილი

14:18; 27.01.2026
სამართალი

რატომ დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

14:14; 27.01.2026
საზოგადოება

“საქართველოს რკინიგზა” თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

14:08; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე” რეგისტრაცია გრძელდება

14:03; 27.01.2026
საზოგადოება

“სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ავტომობილი მეორე მანქანას განზრახ შეეჯახა”

13:59; 27.01.2026
ფინანსები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

13:31; 27.01.2026
საზოგადოება

“კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს”

11:52; 27.01.2026
სამართალი

შსს: ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:14; 27.01.2026
ზაფრანი

ვინ არ მოგატყუებს არასოდეს

10:35; 27.01.2026
ზაფრანი

რომელია თქვენთვის იდეალური ქვეყანა საცხოვრებლად

10:31; 27.01.2026
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

10:26; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო