ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები, სამსახურის სხვა თანამშრომლები და ვეტერანები დაესწრნენ. სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო იქმნება სამსახურის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით. საბჭოს წევრები პერიოდულად ჩაატარებენ გაფართოებულ სხდომებს, სადაც სხვადასხვა თემებს განიხილავენ და სამსახურს რეკომენდაციებს გაუწევენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფიც, რომელიც განსახილველ საკითხებს მოამზადებს. ვლადიმერ იმნაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. (R)