„პუტინი ავადმყოფი, ბოროტი ადამიანია, რომელიც სადღაც ურალში, ბუნკერში ზის.“ – ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ჩაუსმა დაბომბილი ქალაქის ცენტრიდან ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ვიაჩესლავ ჩაუსმა მიწასთან გასწორებულ ქალაქში მყოფმა ვიდეო მიმართვისას ცრემლი ვერ შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ მტერი მათი ქალაქებიდან აუცილებლად წავა.
“მტერი ჩერნიგოვში ავიაიერიშების მიტანას აგრძელებს. მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან, ძალიან ბევრი დაშავდა. მტერმა იერიშები სამოქალაქო დაწესებულებებსა და დასახლებულ პუნქტებზე მიიტანა. დღეს სასტუმრო “უკრაინა” დაბომბეს, სასტუმრო აღარ არის, თუმცა არის უკრაინა და ეს უცვლელია. პუტინი ავადმყოფი, ბოროტი ადამიანია, რომელიც სადღაც ურალში, ბუნკერში ზის. ჩერნიგოვი გაზის, გათბობის, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ცუდად მუშაობს ინტერნეტი და მობილური კავშირები. ჩერნიგოველები მოვითმენთ და მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მტერი ჩვენი ქალაქიდან მალე გავაძევოთ”, – თქვა ვიაჩესლავ ჩაუსმა.