„ვფიქრობ ჩემი ეჭვები გამართლდება, ამ ინტრიგების ავტორი დღემდე მართავს სიტუაციას“, _ ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს.
მისი განცხადებით, ამ „სცენარის ავტორი“ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილია. რომელსაც მეუფე პეტრემ „იმედის დროში“ ჩართვისას „ინტრიგების დედოფალი“ უწოდა.
მისივე ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი „ინტრიგების ენით“ ესაუბრება მაღალი იერარქიის პირებსა და ხელისუფლებას და აშანტაჟებს მათ.
მეუფე პეტრე ცაავამ 2009 წლის იანვარი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პატრიარქი მოწამლეს და 1 საათის განმავლობაში მისი მდგოამრეობა უკონტროლო იყო.
„გავიხსენებ 2009 წელს პრეზიდენტის სტუმრობას პატრიარქთან. როდესაც პრეზიდენტს მიართვეს სხვადასხვა სახეობის საკვები და მან პატრიარქის ულუფიდანაც კი მიირთვა. მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ პატრიარქი მოიწამლა. 1 საათის განმავლობაში მისი მდგომარეობა უკონტროლო იყო და თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა პატრიარქი მოწამლა. თუმცა ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობაეს ფაქტი გამოეძიებინათ“, _ განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.