მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ჯერ არავინ გათავისუფლებულა და დავით ვასაძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა პირველ სექტემბერს ეწურება, მერის წარმომადგენლის მოვალეობას ხიდისთავში უკვე რამდენიმე დღეა, ბენო ლომაძე ასრულებს.
„2 დღეა რაც ხიდისთავში მერის წარმომადგენლის მოვალეობას ვასრულებ. არ მაქვს ინფორმაცია ვინ დაიკავებს ამ პოსტს. არ მგონია რომ მე გავაგრძელო პოსტზე მუშაობა, სხვა იქნება ალბათ, რადგან არ მაქვს სურვილი გაგრძელების. ჩემს პოზიციაზე ვიმუშავებ. 10 წელია რაც აქ ვმუშაობ, სპეციალისტი ვარ მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში“,_ გვითხრა ლომაძემ.
როგორც დავით ვასაძემ, ხიდისთავში მერის ყოფილმა წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, თანამდებობა პირადი პრობლემების გამო დატოვა.