https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვინ დარგო მარიხუანა შუა ქალაქში?!” _ ახალი საჩხუბარი ოზურგეთის საკრებულოში და უპასუხო კითხვა

12:40; 11.05.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

3 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხის გაცნობის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ მოუწოდა ყველას, მოესმინათ გამომსვლელებისთვის.

მკითხველს შევახსენებთ, რომ სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილმა ჟურნალისტებისთვის მცირე ბრიფინგი გამართა და ოზურგეთის მერი რიგ საკითხებში დაადანაშაულა. კერძოდ, მან კვლავ გაამახვილა ყურადღება თეატრის წინ განთავსებულ საყვავილეებზე:

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თავს უფლებას აძლევს, 2 მილიონი ლარი ხალხის ფული დახარჯოს კუბოების მსგავს ქოთნებზე, რომელიც დგას ქალაქის ცენტრში. ამ დროს კი მძიმე მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში: გურიანთის საბავშვო ბაღში ჭერი ჩამონგრეულია და საწოლების საჭირო რაოდენობა არ აქვთ. ბავშვებს მორიგეობით ძინავთ. კონჭკათის საბავშვო ბაღი კერძო საცხოვრებელ სახლშია, ხოლო სოფელ მერიის ბაღი _ ადგილობრივი წარმომადგენლობის შენობაში. 21-ე საუკუნეა და ბაღების უმეტესობა შეშის ღუმელით თბება. არც ბავშვების აღზრდა, არც მშობლების საზრუნავი და არც საბავშვო ბაღების მომსახურე პერსონალი არ აინტერესებთ, რომლებსაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. მომსახურე პერსონალზე არსებული მდგომარეობა რომ არ გაახმაურონ, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს, _ თქვა თათია ნიკოლაიშვილმა.

შემდეგ კი, როცა საკრებულოში კვორუმი უკვე შემდგარი იყო და სხდომის დასაწყებად ემზადებოდნენ, “ნაციონალმა” დავით მჟავანაძემ მარიხუანას საკითხზე დაიწყო ყვირილი (წინა დღეებში გახმაურდა და საკმაო რეზონანსი გამოიწვია, ოზურგეთში, თეატრის წინ, მოედანზე განთავსებულ საყვავილეებში მარიხუანას ნერგების აღმოჩენამ. ავტ.).

 _ 30 სანტიმეტრზე მაღალია თითო ძირი მარიხუანა. თითქმის, ერთი თვეა, იქ არის. რას აკეთებენ ძალოვნები? მიიღეთ ზომები! პასუხისმგებლობა არის თქვენზე და ბორენკა ივანიშვილზე. ირგვლივ არის იუსტიციის შენობა, პროკურატურა, გამოიძიეთ. ნახევარი მეტრი ორ დღეში ვერ გაიზრდებოდა მარიხუანა. რას აკეთებთ?! კუბოებივით ქოთნები დააწყვეთ, მერე კი მარიხუანას ბიბინს უცქერით, _ დაობდა მჟავანაძე.

_ აა, იცი ხომ, რა ხნისაა? მადლობა, დავით, რომ აღიარე შენი პირით. დაჯექი ახლა, გეყოფა, _ შესძახა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ქეთი ვასაძემ.

_ რატომ არ მოგივიდათ აზრად, რომ იქ მისულიყავით და გენახათ? რა ხანია იქ არის, ვინც დარგო, იპოვეთ და ის გამოკითხეთ. ვინც იპოვა, იმას ჰკითხეთ, _ კვლავ ყვიროდა მჟავანაძე.

სხდომაზე ხარხარი ატყდა _ იცის, იცის, რა ხნისაა და როდის დარგეს თავადო, _ ხითხითებდნენ დეპუტატები.

_ თქვენ იცით, პროვოკაციებს აწყობთ, თავად დარგეთ, მერე მიხვედით ადგილზე და აჟიოტაჟი შექმენით. ამას კარგად ხვდება საზოგადოება, _ პასუხობდნენ მას საკრებულოს წევრები “ქართული ოცნებიდან”.

_ არ დაწყებულა ჯერ სხდომა. ნუ ყვირით! ჟურნალისტები კი დასხედით თქვენს ადგილზე, _ უთხრა მჟავანაძის წინ მდგარ მედიის წარმომადგენლებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

ერთ-ერთი მედიასაშუალების დამფუძნებლის კითხვაზე, სად იყო ჟურნალისტებისთვის ადგილი, დარჩიამ უპასუხა:

_ უკან, უკან, ჯერ არსად არ არის, მგონია და ისე უკან.

მარიხუანას თემაზე, თითქმის, ნახევარი საათის განმავლობაში დაობდნენ და ჩხუბობდნენ, რაც საკმაოდ ჰგავდა ხელოვნურად შექმნილ ვითარებას. დარბაზში ისმოდა კითხვა: “ვინ დარგო მარიხუანა შუა ქალაქში?”

საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე კი, როცა მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებაზე საუბრობდა, დეპუტატმა დავით მჟავანაძემ აღნიშნული საკითხის ირგვლივ საკუთარი მოსაზრების მოსმენა ითხოვა, თან ავტობუსების და ძვირადღირებული ავტომანქანების ფოტოების აჩვენებდა საზოგადოებას.

_ აი, ეს ავტომანქანები შეიძინეთ, ნაცვლად იმისა, რომ, შეპირებისამებრ, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი შეგეძინათ. ასეთი იყო საარჩევნო დაპირება. ერთ მილიონზე მეტი დახარჯეთ თქვენთვის განკუთვნილ ჯიპებში. მაინტერესებს, რა შეიცვალა ამით, მაგალითად, ლავრენტი ბიგვავას ცხოვრებაში, უკეთესად მუშაობს? _ ყვიროდა მჟავანაძე.

_ შენ არ გაქვს ჩემი მუშაობის შეფასების უფლება. თუ პასუხი გსურს, მოუსმინე გიორგის და გეტყვის. თუმცა, ვერ გაიგებ, რადგან შენი აზროვნების მასშტაბი არის ნული. ბიჭო, შენ შენს საკუთარ სოფელში, არჩევნებზე ბექა თოიძემ დაგამარცხა. აქ ხმას არც უნდა იღებდე საერთოდ, _ უთხრა მჟავანაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ბიგვავამ.

ხანგრძლივი დავა უშედეგოდ გრძელდებოდა. ერთმანეთს ნაკლებად უსმენდნენ და როგორც მარიხუანას, ისე ყვითელი ავტობუსების თუ ჯიპების თაობაზე ნაწყვეტი ფრაზები ისმოდა.

“თქვენ ხართ ჩასაფრებულები, ნუთუ დადებითი ვერაფერი დაინახეთ, გაკეთებულს ნუთუ ვერაფერს ხედავთ?! საკუთარი ქალაქი ასე რომ გძულთ. რამ შეგაძულათ ასე ოზურგეთი?!” _ მიმართა ოპოზიციონერებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მარიკა ჩხიკვიშვილმა.

ჩხუბი და დავა ისე გამწვავდა, რომ სხდომაზე ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა.

შესვენების დროს, რაკი დარბაზში ჩხუბი და ხმაური იყო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ მის კომენტარს მარიხუანის აღმოჩენის შესახებ: “კიდევ ერთხელ ვამბობ _ “ნაციონალური მოძრაობა” (საუბარია მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე) თავისი მთავრობის წევრებით, ძალიან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ნარკოტიკებთან და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან. ამის ფოტოები და ვიდეოები არსებობს. რასაც დათესენ, იმას მოიმკიან! გასულ პერიოდში მოიმკეს და აწიც რასაც დათესავენ, იმას მოიმკიან. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს.

საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება არის სირცხვილი და საკუთარი ქალაქის სიძულვილი არის სირცხვილი! ასევე, მე ვაცხადებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის პროექტების და იდეების ქურდი. მათ აქვთ საჯარო ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან გაცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის შესახებ. მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი, მინიმუმ, 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება _ სოფელ გურიანთაში, მერიაში, შრომაში და ქალაქ ოზურგეთში (#8 საბავშვო ბაღი). ახლა “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, ეს გაატაროს თავის ინიციატივად, რომ თითქოს ეს საკითხი მათ მიერ იყო დაყენებული”, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.

სხდომაზე, ნიკოლაშვილისა და მჟავანაძის გამოსვლებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლავრენტი ბიგვავამ ჩასაფრება და სირცხვილი უწოდა.

საბოლოოდ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: “მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ;” “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.”

ცვლილება შევიდა “მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტში.

ბოლო საკითხზე, სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსმა, მაიზერ ცელაძემ ვრცლად ისაუბრა.

მან გამოსვლამდე კომენტარი გააკეთა მარიხუანას გამო ატეხილ აჟიოტაჟზე:

_ ათასობით ადამიანი დადის თეატრის წინ, მოედანზე. დავიჯეროთ, ვერავინ შეამჩნია ასეთი სიმაღლის მარიხუანა? ასევე, ერთი თვის წინ იქ უამრავი ტელევიზიის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ნუთუ, ვერავინ შეამჩნია? ამას საზოგადოება კარგად ხედავს და ხვდება. ამიტომ გავაკეთოთ ისე და მოვიქცეთ ისე, რომ როგორმე დავიცვათ რეგლამენტი და ისე ვისაუბროთ აქ! _ თქვა ცელაძემ.

მან შემდეგ დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა პროგრამაში შეტანილ მნიშვნელოვან ხუთამდე ცვლილებაზე, რომელიც ისევ და ისევ მოსახლეობის სასიკეთოდ არის განკუთვნილი. კერძოდ, ეს ეხება ონკოლოგიურ ავადმყოფებს და მედიკამენტებით მათ მომსახურებას. ნებისმიერ ექიმს ექნება უფლება, ონკოლოგიურ პაციენტს გამოუწეროს წამალი. ასევე, ცვლილებაა შშმ პირთა დახმარების პროგრამაში, ტრანსპორტით უზრუნველყოფის დაფინანსებაში და ასე შემდეგ…

საბოლოოდ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: “მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ”; “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე”.

ცვლილება შევიდა “მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტში.

საკრებულომ მოისმინა დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გიორგი ღურჯუმელიძეთათია ნიკოლაშვილი
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17 იანვარი, 2026

პოპოვი: მზად ვარ, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი დავაყენო

დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს და კობახიძეს - გონჩარენკო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17.01.2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17.01.2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
სამართალი

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრს, რომლებიც არასრულწლოვნებს აწამებდნენ, ბრალი წარედგინათ

13:12; 17.01.2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17.01.2026
სამართალი

ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა

12:28; 17.01.2026
სამართალი

კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

12:23; 17.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

12:09; 17.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

10:59; 17.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები

10:57; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:53; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:47; 17.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო