გეოგრაფიის გამოცდის შედეგები უკვე ცნობილია.
ჩოხატაურში ყველაზე მაღალი ქულა _ 47 დიმიტრი კუტუბიძეს აქვს, რომელიც #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.
46 ქულა აქვს ვანზომლეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს თორნიკე თავაძეს.
45 ქულა აქვს სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულს ნიკა მამალაძეს.
გეოგრაფიის გამოცდაში უმაღლესი ქულა 59 იყო.