“ქართული ოცნების” ხმოსნების მიერ არჩეულმა ყაველაშვილმა ბელორუსის პრეზიდენტად მეშვიდე ვადით არჩეულ ლუკაშენკოს “ვალი დაუბრუნა” და გაპრეზიდენტება მიულოცა.
საინტერესოა, კიდევ რომელმა ქვეყნებმა მიულოცეს ლუკაშენკოს, ესენია: რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი ყირგიზეთი, ვიეტნამი, თურქმენეთი, ნიკარაგუა, სერბეთი, მიანმარი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ირანი, თურქეთი, ბაჰრეინი, ზიმბაბვე, ალჟირი, სუაზილენდის სახელმწიფო.
ამ ჩამონათვალს საქართველოც დაემატა _ ინფორმაციას 11 თებერვალს ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ვებ გვერდი აქვეყნებს, თუმცა, შესაბამისი ინფორმაცია ყაველაშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვერ ვიპოვეთ.