https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    არქიმანდრიტი ილია თოლორაია: საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს – პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას

    “მეტრო გაჩერდა გვირაბში, გოგო ცუდად გახდა”

    რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში

    პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

  • ფეისბუქსტატუსები
    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

    “პროკურატურა, დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ” – ჯაფარიძე

    “ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

    ,,რავი, ხალხო, რა არ გამიშუქებია,მაგრამ ბოლო დროის ამ სიგიჟეებს მართლა ვეღარ ვუძლებ“ – ინგა გრიგოლია

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    “ახლა ვიღაც ლიფსიტებს დააკავებენ და მორჩა კინო” _ კახა ასკურავა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 24 ადამიანი

    აშშ-ში გათოვდა – 18 000 000 ადამიანს სიფრთხილისკენ მოუწოდეს

    APA – თურქეთი საქართველოში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის

    პესკოვი: რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის სწრაფად დასრულება სურს, მაგრამ მხოლოდ მიზნების მიღწევის შემდეგ

    აღმოჩენილია კოღო, რომელიც მრავალ ვირუსულ დაავადებას ავრცელებს (უცხოეთი)

    აშშ-ის სენატმა მიიღო შეთანხმება, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    არქიმანდრიტი ილია თოლორაია: საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს – პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას

    “მეტრო გაჩერდა გვირაბში, გოგო ცუდად გახდა”

    რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში

    პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

  • ფეისბუქსტატუსები
    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

    “პროკურატურა, დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ” – ჯაფარიძე

    “ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

    ,,რავი, ხალხო, რა არ გამიშუქებია,მაგრამ ბოლო დროის ამ სიგიჟეებს მართლა ვეღარ ვუძლებ“ – ინგა გრიგოლია

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    “ახლა ვიღაც ლიფსიტებს დააკავებენ და მორჩა კინო” _ კახა ასკურავა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 24 ადამიანი

    აშშ-ში გათოვდა – 18 000 000 ადამიანს სიფრთხილისკენ მოუწოდეს

    APA – თურქეთი საქართველოში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის

    პესკოვი: რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის სწრაფად დასრულება სურს, მაგრამ მხოლოდ მიზნების მიღწევის შემდეგ

    აღმოჩენილია კოღო, რომელიც მრავალ ვირუსულ დაავადებას ავრცელებს (უცხოეთი)

    აშშ-ის სენატმა მიიღო შეთანხმება, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ როგორ აფასებს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს

19:50; 14.10.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების დღეს, პარალელურად თბილისში ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისა და აქტივისტების მონაწილეობით, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ შეკრებილებს მიმართა და “მამაკაცურ ძალას” მოუწოდა, რომ “ვითომ პრეზიდენტისთვის მიეკითხათ, თვალებში ჩაეხედათ და პრეზიდენტის რეზიდენციის გასაღები ჩაებარებინათ”.

საპროტესტო აქცია ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა _ აქციის მონაწილეებმა რკინის ღობე წააქციეს (რკინის ღობე, “ტვ პირველის” ჟურნალისტების მტკიცებით, წინასწარ იყო გადახერხილი, რომ ადვილად წაქცეულიყო).

ცოტა ხანში მურთაზ ზოდელავამ “ოცნების” ოფისისიკენ წასვლა დააანონსა, სადაც მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში წინასწარ შედეგებს ზეიმობდა, თუმცა, აქციის მონაწილეები იქ აღარ მისულან, ზოდელავამ კი ამ ნაბიჯს “ტაქტიკური სვლა” უწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც სამართალდამცავები, ასევე აქციის მონაწილეები, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, რომელიც აქციიდან ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი დააკავეს.

აქციის დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთელი ლიდერი დავით მჟავანაძე:

“როდესაც დამხობას, თუნდაც, მშვიდობიანს, აანონსებ, უნდა იცოდე, რომ მინიმუმ წიწაკის სპრეიც მოგიწევს სახეში და ამის გამო არ უნდა გაიქცე კლინიკაში. ისეთი გეგმა რომ გქონდა, 8 საათზე ხელისუფლება შეცვლილი რომ უნდა ყოფილიყო და არც მაგ გეგმის შესახებ გვსმენია დღეს აქციაზე მყოფებს არაფერი, ეგ ცალკე ამბავია.

 სამწუხაროდ მარტო მე არ ვფიქრობ ასე“, _ წერს სოციალურ ქსელში მჟავანაძე და ამას გარდა კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

“ეს პოსტი გუშინ აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავწერე და შეგნებულად არ გავხადე დაჯარო ფართო აუდიტორიისათვის, რადგან არ მინდოდა ერთი ადამიანი მაინც დამებრკოლებია. იმედი მქონდა, რაღაც ისეთი მოხდებოდა, რაც რეჟიმს უკან დაახევინებდა მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საზოგადოებაში პროტესტი არა თუ არსად არ წასულა, უფრო მეტიც _ ის მზარდია და ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს.

დაშვებულ შეცდომებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ყველა ორგანიზატორი დღეს ციხეშია, სოლიდარობა თითოეულ მათგანს. გამოუვიდათ თუ არა მათ დაიჯერეს და სცადეს იმ დიდი რისკის მიუხედავად რომელსაც ძალიან კარგად აცნობიერებდნენ.

 პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!!!”

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას “ლელო-ძლიერი საქართველოს” ჩოხატაურელი ლიდერი ნუგზარ ჩხიკვაძე გვეუბნება:

_ 4 ოქტომბერი იყო სრულიად უტოპიური და სულელური ღონისძიება. პოლიტიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ მთელი ეს მასკარადი იმისთვის მოაწყვეს, ხალხი არჩევნებზე არ მისულიყო და არჩევნები კალაძეს მოეგო.

ყველა არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობა” ისე იქცევა, რომ “ოცნებამ” გაიმარჯვოს.

“ოცნების” ვერანაირი წინასაარჩევნო კამპანია ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორც “ნაცების” მიერ აგორებული ბოიკოტის კამპანია.

ბოიკოტისტებმა ხონჩით მიართვეს გამარჯვება “ქოცებს“.

ახლაც იგივეს აგრძელებენ და უკვე საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტზე დაიწყეს საუბარი.

ახლა საპარლამენტოში კონსტიტუციური უმრავლესობით მოაგებინებენ “ქოცებს“, თუ მანამდე ამომრჩეველი არ მოეგო გონს.

_ რას ფიქრობთ აქციის დროს განვითარებულ მოვლენების შესახებ?

_ 1905 წლის 9 იანვრის მოვლენების ზუსტი გამეორება იყო. ბლომად გაპონები გვყავს. ახლა ყველა ხელს იბანს და არავის პასუხისმგებლობის აღება არ უნდა.

არადა სამი თვე იძახეს _ მშვიდობიანად დავამხობთ ხელისუფლებასო. გულწრფელი ადამიანები დაარწმუნეს მაგ სისულელეში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

_ გაპონის ხსენებისას, კონკრეტულად ვის გულისხმოდით?

_ ვინც დაიძახა, მივიდეთ პრეზიდენტის სასახლეშიო. რა ესაქმებოდა რუსთაველის გამზირზე მდგომ მშვიდობიან აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან? ხომ იყო ხალხი რუსთაველზე შეკრებილი, ხომ იცოდნენ, რომ მოაგებინეს კალაძეს არჩევნები? ათონელზე რაღა უნდოდათ?

მაგ საქციელით “ქოცებს” სალაპარაკო მისცეს _ მომიტინგეებს გადატრიალება უნდიდათო.

“ქოცებმა” ერთწლიან მშვიდობიან აქციას ვერაფერი მოუხერხეს, ამათ კი ერთი დაძახილით მთელი ეს აქტიურობა წყალში გადაყარეს.

ახლა იძახიან, შეცდომა მოგვივიდაო.

შეცდომით გასროლით რომ კაცი მოკლა, მსროლელი _ მკვლელია და მოკლული _ მოკლულია.

ამხელა აქციას რომ ატარებ, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და სისულელეები არ უნდა აკეთო.

მთელი ამ ბოიკოტი–მშვიდობიანი დამხობის შედეგი რა იყო? “ქოცებისთვის” ჩაბარებული ადგილობრივი თვითმმართველობა, ორმოცდაათამდე ციხეში გამომწყვდეული ადამიანი და ფრუსტრაციაში ჩავარდნილი ამომრჩეველი. ვინ მოიგო ამ ეპოპეით? ” ქართულმა ოცნებამ“. ამიტომაც ვახსენე გაპონები.

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას ალეკო ბურჭულაძე ამბობს:

“ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს, დამხობისა და “რევოლუციის” გარეშე… ხელისუფლება ყოველთვის გამოიყენებს ოპოზიციის შეცდომებს საკუთარი სარგებლისთვის. რატომ გვიკვირს ეს? ოპოზიციას უნდა შეეძლოს თავისი შეცდომების აღიარება და, რაც მთავარია, მათი გამოსწორება… ალბათ პარტიულ–პოლიტიკური ველიც უნდა გადახალისდეს , არა მხოლოდ ინდივიდების დონეზე, არა მხოლოდ სუბიექტების დონეზე, არამედ პროცესისა და მიდგომის დონეზეც“.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, დააკავეს 71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი _ პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი, ასევე, დიზაინერი, არტდირექტორი ია დარახველიძე, რომლებიც მეორე დღეს გირაოთი გაათავისუფლეს.

დაკავებულთა შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.

მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა:

“შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავი, ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ, გეუბნებით პირდაპირ, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით. სერიოზულ ორგანიზებას ვერ მოახდენთ, იმიტომ, რომ დონორი თქვენთან თუ მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაყიდოთ სამშობლო ან პრინციპები. სხვანაირად არავინ რესურსს არ ჩადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ. ეს არის “შაპრგალკა“, რჩევები იმათთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას.

აუცილებლად, ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ეს ერი შეუძლებელია ვინმემ დაამარცხოს, შეუძლებელია გადატეხოს. შეიძლება დაგვთრგუნონ, დაგვპრესონ, მაგრამ არ დავიმტვრევით. ეს ამ ერმა აჩვენა ფანტასტიკურად, დღეს.

მინდა მოვასწრო [თქმა], რომ ორგანიზება რთულია, შეუძლებელიც, იმიტომ, რომ სრული დიქტატურაა. არ დაელაპარაკოთ (ფინანსურ) რესურსიან ხალხს, აზრი არ აქვს, მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი. იქ მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტ საიდუმლოს შენახვაც იქნება. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. ენდეთ იმათ, ვისი ნდობის შინაგანი გრძნობაც გაქვთ. თუ რაღაც გკარნახობთ, რომ არ უნდა ენდოთ _ არ ენდოთ იმას. არ დანებდეთ, მოკლედ, რა.

ჩვენ ვიყავით ალალი გულით. მე პირადად, ჩემ პასუხისმგებლობას არავის არ გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო. არ ვნანობ“, _ განაცხადა მურთაზ ზოდელავამ, რომლის ორაზროვანმა საუბარმა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა 4 ოქტომბრის მოვლენები _ აქციის ორგანიზატორმა, არ დააკონკრეტა, ვინ იგულისხმა “დონორებში”, “რესურსებიან” ხალხში ან ვის ენდო თვითონ ზოდელავა.

6 ოქტომბერს დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი – ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;

7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე;

8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი;

9 ოქტომბერს კი სიას კიდევ რვა დემონსტრანტი დაემატა.

10 ოქტომბერს გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავეს.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, დაკავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება:

“ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე მანამდე“, _ განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს გურჯაანში.

კობახიძის თქმით, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში.

“დარწმუნებული ვარ, ეგრეთ წოდებულ ევროპელ ბიუროკრატებს, სანდუს და ასე შემდეგ, წინასწარ ჰქონდათ გამზადებული ტექსტები, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ, რადგან ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 4 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო “მშვიდობიანი დამხობა“, _ ამის შესახებ “ოცნების” ხმოსნების არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” განაცხადა და გარე აქტორების როლსა და ოპოზიციაზე გავლენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ყაველაშვილის თქმით, მარტივია, ევროპელმა ლიდერებმა დაგმონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი, თუმცა, ამას არ აკეთებენ.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება და ხალხი დღეს ძლიერია:

“სუსტი ხელისუფლება რომ იყოს, აქ, პრეზიდენტის სასახლეშიც კარგად შემოვიდოდნენ. ეს დაგეგმილი იყო. აფარებული ჰყავდათ ეს საცოდავი ხელოვანი ადამიანი, ახლა ექიმზე აქვთ საუბარი. ნახეთ, ესეც როგორი ტექნოლოგიაა, უნდა გაგიჩნდეს ადამიანური გრძნობა. მანამდე, ადამიანი ძალადობდა, ანგრევდა ყველაფერს და ეს ძალადობაც როგორ აქვთ წარმოჩენილი, ხომ? ჯერ ერთი, როგორი მზაკვრული გეგმაა ერთმანეთის დაპირისპირების, განადგურების, უნდა გეზიზღებოდეს. არ შეიძლება, პოლიციელთან თანაგრძნობა გაგიჩნდეს, თუ შენ, ახალგაზრდას, ნეიტრალურ ადამიანს ეს თანაგრძნობა გაგიჩნდება აქციაზე, იქ ვეღარ წახვალ ძალადობაზე და ამიტომ უნდა გეზიზღებოდეს. ამიტომ არის ეს ტექსტები, რუსეთი, რუსული, ომონი, დიქტატორი. ბიძინა ივანიშვილზე რას აღარ ამბობენ, რადგან ეს ზიზღი თუ არ ექნებათ და ამ ზიზღში თუ არა აცხოვრეს, ისე ვერ იმოქმედებენ. ბიძინა ივანიშვილი თუ არ შეაზიზღეს, რომ ნახავს მის ქველმოქმედებებს, სიკეთეს, ხომ იკითხავს ადამიანი და რომ იკითხოს, ხომ აღარ გაუჩნდება ზიზღი? ელემენტარულად, შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდეს, მაგრამ ზიზღი არ ექნება“, _განაცხადა ყაველაშვილმა.

10 ოქტომბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით 46 მოქალაქე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ალეკო ბურჭულაძეაქციანუგზარ ჩხიკვაძე
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა?„ – პაპუაშვილი

13:28; 14 ნოემბერი, 2025
პოლიტიკა

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

10:55; 14 ნოემბერი, 2025
პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილი – ვახტანგ გომელაური პირდაპირი მნიშვნელობით ცრუ მოწმეა

09:57; 14 ნოემბერი, 2025
პოლიტიკა

გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

16:24; 13 ნოემბერი, 2025
პოლიტიკა

DRI: საგადასახადო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭება ტოტალური კონტროლისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია

15:59; 13 ნოემბერი, 2025

რამდენი სამაშველო ოპერაცია ჩატარდა წელს გურიაში

როგორ გადანაწილდება თანამდებობები ლანჩხუთის საკრებულოში

ყველა სიახლე

სამართალი

ICFRP “აგრარული აკადემია 2005”-ის და შპს “იქსორი ქავთარაძის” ხელმძღვანელების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

15:58; 14.11.2025
სამართალი

ადვოკატი: მზია ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეიტი” არ აღმოჩნდა

15:46; 14.11.2025
ფინანსები

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

15:03; 14.11.2025
default
ფეისბუქსტატუსები

“ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

14:54; 14.11.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

14:38; 14.11.2025
პოლიტიკა

„სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა?„ – პაპუაშვილი

13:28; 14.11.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება

13:16; 14.11.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ სტრესის დროს

12:45; 14.11.2025
ზაფრანი

რა ემართება სხეულს, როცა ბევრ ჩაის სვამთ

12:43; 14.11.2025
ზაფრანი

გავრცელებული შეცდომები დიეტის დროს

12:39; 14.11.2025
ზაფრანი

რამდენიმე რჩევა გახდომის მსურველებისთვის

12:37; 14.11.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 2025 გაიმართება

12:08; 14.11.2025
სამართალი

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო

12:04; 14.11.2025
საზოგადოება

„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – შსს განცხადებას ავრცელებს

11:53; 14.11.2025
საზოგადოება

“აღარ ვიცით რა ვქნათ, თქვენ ხართ ბოლო შანსი” _ რუსთაველის პროსპექტის კოლორიტი გარდაიცვალა

11:34; 14.11.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

default
ფეისბუქსტატუსები

“ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

14:54; 14.11.2025
0

“პროკურატურა, დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ” – ჯაფარიძე

21:49; 13.11.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო