ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების _ სილაურისა და ბაილეთის საზღვარზე გამართული საპროტესტო აქციის შესახებ „გურია ნიუსი“ ცოტა ხნის წინ წერდა.
მოსახლეობის პროტესტი მიმართული იყო აქ არსებული კარიერის ლიცენზიანტის წინააღმდეგ.
გარემოს დამცველი, ირმა გორდელაძე გვატყობინებს, რომ ახლახან მიიღო ძალზე საინტერესო ინფორმაცია წიაღის სააგენტოდან.
„შპს”ქიუ-ემ-სი”არ ფლობს წიაღის მოპოვების ლიცენზიას სილაურის კარიერზე. სამაგიეროდ, “ეკო” ფლობს ყველა დოკუმენტაციას და საქმეც აღძრა პოლიციაში, _ გვითხრა გორდელაძემ .
მკითხველს შევახსენებთ, რომ მაშინ აქციაზე მოსული იაკობ ლექვინაძე, რომელიც „ქიუ ემ სი“-ს წარმომადგენლად გაგვეცნო, „გური ნიუსსაც“ უმტკიცებდა, რომ ის კანონიერად ფლობდა ლიცენზიას და აქციის მონაწილეები უსამართლოდ იქცეოდნენ…
ჩნდება ლოგიკური კითხვა, ვინ ცრუობდა სუფსის კარიერის ირგვლივ: „ქიუ ემ სი“-ს წარმომადგენელი ლექვინაძე თუ წიაღის სააგენტო?
„გურია ნიუსი“ კარიერების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კვლავ უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას.
ამავე თემაზე:
“არ გავჩერდებით!” აქციამ სუფსის კარიერთან პერმანენტული ხასიათი მიიღო