სამედიცინო ინტერნეტ პორტალი VIPMED.GE- ის წარმომადგენლები შეუერთდნენ საქველმოქმედო აქციას და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, ბატონი ირაკლი კუჭავას დახმარებით, სააღდგომო საჩუქრები, სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენის საგნები გადასცეს სოფელ გუთურში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს.
“ვფიქრობთ, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება და გვერდში დგომა”, _ ამბობენ VIPMED.GE- ის წარმომადგენლები.
პორტალის დირექტორი დავით ღვინიაშვილი, მადლობას უხდის ყველა ექიმს მხარდაჭერისა და მუხლჩაუხრელი შრომისთვის და იმედოვნებს, რომ მათი თანადგომით კიდევ ბევრ ოჯახს გაახარებს.