თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმებს ითვლის.
ამ მონაცემებით ოზურგეთში მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება.
წინასწარი ინფორმაციით, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმების 44.03 % მიიღო; დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ _ 40.82 %. 6.49 % აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თორნიკე გოგუაძეს; ხოლო 6.28 „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მიხეილ გოგოტიშვილს.
წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში შეძლეს გამარჯვების მოპოვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში.
მმართველის პარტიის ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე სარიშვილმა ხმათა 65.98% მიიღო; 14.66% აქვს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ამირან გიგინეიშვილს და 13.37% „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კახა ასკურავას.
რაც შეეხება ჩოხატაურს _ წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი კუჭავამ ამომრჩეველთა 54.93 % მიიღო; მეორე ადგილზე გავიდა „შენების მოძრაობის“ კანდიდატი გოჩა მეგრელიშვილი 19.52 %-ით; 11.39% მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა მაია კუტუბიძემ; 6.87% აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დიმიტრი კორიფაძეს; „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ლია ჩიგოგიძეს ამომრჩეველთა 5.71 %-მა გამოუცხადა ნდობა.
რაც შეეხება პროპორციულ სიას _ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ხმა ოზურგეთში მიიღო _ მას აქ ამომრჩეველთა 58 %-მა (16 803 ხმა) გამოუცხადა ნდობა; მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ _ 13.29 %-ით (3851 ხმა); მესამეზე _ „პატრიოტთა ალიანსი“ 10.24%-ით (2 969 ხმა) და მეოთხეზე „ევროპული საქართველო“ 9.64%-ით (2 793 ხმა).
ლანჩხუთში „ ქართულმა ოცნებამ“ 57.05% (5 676 ) მიიღო; „ნაციონალურმა მოძრაობამ“ _ 13.84% (1 377 ხმა); „ევროპულმა საქართველომ“ _ 12.23% (1 217 ხმა) და „პატრიოტთა ალიანსმა“ 6.28% (625 ხმა).
რაც შეეხება ჩოხატაურს, აქ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.61% (4 210 ხმა) მიიღო; მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსი“ 11.85%-ით (911 ხმა);. მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა _ 9.53%-ით (733 ხმა); მეოთხეზე _ „ევროპული საქართველო“ 8.92% -ით (686 ხმა); ხოლო მეხუთე ადგილზე „შენების მოძრაობაა“ 7.58% _ ით (583 ხმა).