ვერძი
მისი პრობლემა ზედმეტად აგრესიული ხასიათი, მოუთმენლობა და სიფიცხეა. ვერძი ჯერ ამბობს (მოქმედებს) და მხოლოდ ამის შემდეგ იაზრებს რა ჩაიდინა ან თქვა. გაბრაზებულ გულზე ნებისმიერი ურთიერთობის დანგრევა შეუძლია, თუმცა შემდგომში ხშირად უხდება სანანებლად ეს.
მისი ეჭვიანობაც არაერთგზისაა საპირისპირო სქესთან პრობლემების სათავე. ქალი ვერძი სკანდალების დიდოსტატია. ამიტომ უპრობლემოდ შეუძლია ნებისმიერ მამრს თავმოყვარეობა შეულახოს სახალხოდ გამართული ჩხუბითა და აყალმაყალით.
იგი იმპულსური და ზედმეტად პირდაპირია, არ ფლობს ქალურ ეშმაკობას და დიპლომატიას, რის გამოც ხშირად ენგრევა ერთი შეხედვით ძალზე პერსპექტიულად შექმნილი ოჯახი. მამაკაცს ძალიან ღლის მისი ჰიპერაქტიური, აგრესიული და ფიცხი ხასიათი.
[sexy_author_bio]