ავეჯის ესპანურმა კომპანიამ ელექტრონული საწოლი შექმნა, რომელიც გასწორებას ადამიანის ადგომიდან სამ წამში იწყებს.
მექანიკური “ხელები” საწოლის ორივე მხრიდან ასწორებს საბანს. ამ დროს, ბალიშები ზემოთაა აწეული და საბნის ბოლომდე გასწორების მერე იდება თავის ადგილზე.
მთელი ეს პროცესი მხოლოდ ერთ წუთს გრძელდება. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეუძლებელია საწოლმა გასწორება მაშინ დაიწყოს, როცა ვინმე წევს.