თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქის #81-ე საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რომელიც სიებით ხელში ამომრჩეველთა გაკონტროლებას სცდილობდა, ჟურნალისტებმა შეამჩნიეს და ჰკითხეს, თუ რატომ არღვევდა კანონს.
მედიის წარმომადგენლების შეკითხვამ ქალბატონი გააღიზიანა და აღნიშნა, რომ ხალხზე ზეწოლას კი არ ახდენს, არამედ თავისთვის ზის მანქანაში და სიებს ეთამაშება.
„ვინ დაგავალათ ამდენი უსამართლო კითხვების დასმა?! არავიზე ზეწოლას არ ვახდენ, კანონს არ ვარღვევ, ვზივარ ჩემთვის მანქანაში და სიებს ვეთამაშები.
ჩემს კორპუსში ცხოვრობს 400 ოჯახი, ყველას პოზიცია ვიცი. ვაკონტროლებ მოვა თუ არა ჩემი ამომრჩეველი“,_აღნიშნა ქალბატონმა.