https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვზივარ და ვფიქრობ, ზამთარი როგორ გადავიტანო”  _ მარტოობის ბინადარი ლაითურში

13:41; 20.08.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ჩვენნაირი ხალხის ყოფა ყოველდღე უკან-უკან მიდის. პენსიის ამარა ვართ, 260 ლარიდან 60 ლარი კრედიტის დაფარვას სჭირდება. სესხი პურის ფულისთვის ავიღე, მაგრამ 2025 წლამდე რომ არ მთავრდება და ძირითად თანხას ბევრი არაფერი აკლდება, ეს ვიცი.

70 წელს მიღწეული, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პენსიონერი ვარ. ჩემი პენსია, ნახევარი თვის მანძილზეც ძლივს მყოფნის, რომ პური და წამლები ვიყიდო. წლების მანძილზე ვწერ განცხადებას, რომ სოციალური დახმარება მივიღო, თუმცა, ვერასდროს დამენიშნა. სასწაულია…

ისეთ ხალხს უნიშნავენ დახმარებას, მართლა რომ არაფერი უჭირთ… მიკვირს, რატომ მანიჭებენ მუდამ მაღალ ქულებს…” _ ასე იწყებს “გურია ნიუსთან” საუბარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მცხოვრები, მარტოხელა პენსიონერი თამარ მელნიკი.

თამარ მელნიკს ერთი შვილი ჰყავს, თუმცა, დიდი ხანია, მასთან არ ცხოვრობს. თვითონ სოფლის ცენტრში, ერთ-ერთ ძველ, კომუნისტების დროს აგებულ ორსართულიან შენობაში მარტო ცხოვრობს.

_ მარტოხელა ვარ, აბა, რა ვარ?! მყავს 50 წლის შვილი. თბილისში ცხოვრობს. ძალიან გვიან დაქორწინდა. ისე უჭირს, თავი ძლივს გააქვს. მე რა ვთხოვო? მადლობა ღმერთს, რომ შვილი ჰყავს და ნეტავ, იმას გაზრდიდეს ისე, რომ პურის ფული არ გაუჭირდებოდეს. მე ჭირვეული ადამიანი სულაც არ ვარ, მაგრამ გარემოება მაიძულებს, ყოველდღე შიშით ვიცხოვრო, _ გვეუბნება ქალბატონი თამარი.

შენობა, რომელშიც კომუნისტურ ეპოქაში დაწყებითი სკოლა იყო განთავსებული, ახლა თითქმის ავარიულ მდგომარეობაშია. სახურავიდან წყალი ჩადის. ქალბატონი თამარი, როგორც თავად ამბობს, აქ 1970 წელს შეასახლეს. მანამდე კი მშობლებთან ერთად, მახლობლად ცხოვრობდა. როგორც თავად ამბობს, მოხდა ისე, რომ აქ გადმოვიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ მარტო ცხოვრობს.

_ ადრე კიდევ არ მეშინოდა. ახლა, როცა მარტოხელა, ავადმყოფი, ხშირად წამლის და პურის უქონელი ასეთ ყოფაში ვარ, შიშით წნევაც მივარდება, უცებ ჰაერზე გავდივარ და ვცდილობ, ადამიანი ან გზად მიმავალი ტრანსპორტი მაინც დავინახო… _ ასე საუბრობს ის საკუთარ გასაჭირზე.

მისივე თქმით, გასულ წელს ორჯერ გადაიტანა კოვიდი. ხელისუფლება ერთჯერადად საკვები პროდუქტებით დაეხმარა. ასევე, უბნის ექიმის მიმართ უსაზღვროდ მადლიერებას გამოთქვამს.

_ ენძელა ქორიძე სულ გვერდით მიდგას. საკვები პროდუქტებიც კი მომიტანა, რაც მას საერთოდ არ ევალება. ღვთისნიერი ადამიანია. მერიდება, მაგრამ რა ვქნა? ხელისუფლება ერთჯერადად დამეხმარა არაერთხელ, მაგრამ ადამიანს სანამ გეყოფა ეს ერთჯერადი დახმარება? ონკოლოგიური დიაგნოზი მაქვს. ორჯერ გადავიტანე კოვიდი და ისე ვიყავი მისუსტებული, ჯოხით დავდიოდი. ერთხელ ტალახში გავიშხლართე პირაღმა. ძლივს ავდექი, ასეა მარტოხელა ადამიანი… _ საუბრობს თავის არა ერთ გასაჭირზე ქალბატონი თამარი.

როგორც ირკვევა, თამარ მელნიკმა, ბოლოს, ამ წლის ივნისში მიმართა სოციალურ სამსახურს განცხადებით დახმარების დანიშვნის თაობაზე.

ივლისში მასთან, ოჯახში, სოცმუშაკი, პაატა ლაღიძე მივიდა. საბოლოოდ, როგორც თავად ამბობს, 76 ათასი ქულა მიიღო და დახმარება არ დაენიშნა.

_ არ ვიცი, რაში მიწერენ ამდენ ქულებს. შვილი რომ მყავს, რომელიც დიდი ხანია, ჩემთან არ ცხოვრობს და ჩემზე უფრო უჭირს ეკონომიურად, ეს რაიმე გამოსავალია? რატომ დავძრავ კრინტს, თუ არ მიჭირს? ჩემი პენსია ნახევარი თვის მანძილზეც არ მყოფნის წამლებისა და პურისთვის. რაიმეს დაუჯერებელს ვამბობ? _ არაერთხელ იმეორებს ქალბატონი თამარი.

ოზურგეთში, სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ, როცა სპეციალური ფორმა ივსება, ბენეფიციარი თავად ეცნობა, რა წერია მასში და აწერს ხელს, რომ ყველაფერი წესის და კანონის დაცვით ხორციელდება.

ახლა ქალბატონ თამარს ზამთრის მოახლოების შიში აქვს და შეშაზე ფიქრობს.

_ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, გიორგი ხიდირბეგიშვილი კი დამეხმარა შარშან, მაგრამ წელს რა ვქნა? ძლივს ვიმყოფინე ის შეშა. პირველ სართულზე ვცხოვრობ. კედლები ჭუჭრუტანებითაა სავსე. ნახეთ, ჭერი რას ჰგავს! მეზობლებმა ძველი “კარმა” მაჩუქეს. კი მუშაობს, მაგრამ ზამთარში ეს სითბო არ მყოფნის. ამ კედლებში მყოფს, აუცილებლად მჭირდება შეშა. უცებ მოვა ზამთარი. ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ. ვის მივმართო, სად წავიდე? მართლა ძალიან დიდ გასაჭირში ვარ, _ ტირილი ერევა ქალბატონს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ლაითურში, გიორგი ხიდირბეგიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ თამარ მელნიკს იცნობს და იცის მისი მდგომარეობის შესახებ:

_ ვიცნობ ქალბატონს თამარს. ბინა არ არის კეთილმოწყობილი, თუმცა, არც ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობაა. რომ ნახოთ, არც მე მაქვს უკეთესი. აქამდე თბილისში ვცხოვრობდი და ახლა გადმოვედი აქ. წელს შეშით კი დავეხმარეთ და არც მომავალში დავტოვებთ უყურადღებოდ. მუნიციპალიტეტის მერიიდან ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაუწიეს მედიკამენტების საყიდლად. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ უძლურნი ვართ. ოზურგეთის მერიამ, რის საშუალებაც იყო და რასაც არსებული კანონი ითვალისწინებს, ყველაფერი გააკეთა. არ დავტოვებთ უყურადღებოდ. ის ჩემი ოჯახის ახლობელი ადამიანია. ასეც რომ არ იყოს, ვალდებული ვარ, ყველანაირად დავეხმარო, რის საშუალებაც იქნება. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, რასაც ასე დაჟინებით ითხოვს, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ კიდევ ერთხელ სცადოს და კვლავ დაწეროს განცხადება, როცა ამის დრო დადგება. მოგეხსენებათ, თუ ახლახან ჰქონდა განცხადება დაწერილი, უცებ ისევ ვერ დაწერს, _ გვითხრა გიორგი ხიდირბეგიშვილმა.

ხიდირბეგიშვილმა, ასევე, გვითხრა, რომ როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფს, აუცილებლად დაეხმარება და იზრუნებს, ჩაერთოს ის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც უფასო ონკოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. რაც შეეხება თამარ მელნიკის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, ჯერჯერობით, საამისო თანხა და საშუალება არ არსებობს. სახლის სახურავის საკითხს კი განიხილავენ და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

“გურია ნიუსი” თვალს მიადევნებს და ყურადღებას მიაქცევს თამარ მელნიკის მდგომარეობას.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გიორგი ხიდირბეგიშვილითამარ მელნიკი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15 იანვარი, 2026

"ჯერ წყლის სამუშაოები დაიწყოს და მერე _ გზის. იხრჩობა ხალხი!"

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში ძლიერი აფეთქებები გრძელდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

16:38; 15.01.2026
სამართალი

ComCom-მა „ჯი-დი-ეს თი-ვი” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

16:06; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:02; 15.01.2026
სამართალი

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15:52; 15.01.2026
სამართალი

„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს

15:19; 15.01.2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15.01.2026
საზოგადოება

სამართალდარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

14:28; 15.01.2026
საზოგადოება

„სოფელ მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს“

14:18; 15.01.2026
საზოგადოება

სურსათზე ფასების კონტროლი თუ საბაზრო ეკონომიკაში პირდაპირი ჩარევა? გაიაფდება თუ არა პროდუქტი

13:54; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო