მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსს სახელი მიანიჭა.
ორგანიზაციამ მას COVID-19 უწოდა.
როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, ვირუსისთვის სახელი ფრთხილად შეარჩიეს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ უნდა ეპოვნათ სახელი, რომელშიც არ იქნებოდა მოხსენიებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ცხოველი, ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი.