Your car seat ეხმაურება გუშინ, 25 ოქტომბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მომხდარ ტრაგედიას – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ოჯახის ოთხი წევრი, ხოლო დაშავდა – ორი. Მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. დაღუპულთა შორის არის 4 წლის ბავშვი. Გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არაერთი ადამიანი დაიღუპა, სახელმწიფომ კი ვერ უზრუნველყო საჭირო და ქმედითი ღონისძიებების ჩატარება, რათა კვლავ არ განმეორებულიყო მსგავსი ტრაგედია.
Your car seat უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!
ორგანიზაცია აცცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა და დაშავებულ ბავშვთა სტატისტიკა შემაშფოთებელია, 2016 წლიდან 2020 წლამდე 92 არასრულწლოვანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ხოლო დაშავდა 4 227 არასრულწლოვანი.
Მოვუწოდებთ ხელისუფლებასა, აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას ბავშვები, რომელთაც მგზავრობის დროს საფრთხე ემუქრებათ. 0-12 წლამდე ბავშვების ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ მათთვის სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძლის საშუალებით.
სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელი ბავშვის სიცოცხლეს 90 %-მდე იცავს, ამ ფაქტს კი სახელმწიფო უგულებელყოფს და კვლავ გვაქვს მოცემულობა, რა დროსაც 0-3 წლამდე ბავშვის ტრანსპორტირება დასაშვებია, თუ იგი მუხლებზე უზის 16 წლის ან უფრო დიდი ასაკის მგზავრს, რაც ასევე საფრთხის შემცველია და ამ კანონის შედეგებს ყოველწლიურად ბავშვთა გარდაცვალებისა და დაშავების მზარდი სტატისტიკით ვიმკით.
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი ხარვეზიანია და საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს.