“სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა, ქაჯები იდგნენ” – თქვა “ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ მელიქიშვილის ქუჩაზე გუშინ მომხდარი დაპირისპირებაზე საუბრისას. “
იქ ქალები არ იდგნენ, იქ იდგნენ პროვოკატორი ქაჯები, რომლებიც იწყევლებიან, ლანძღავენ, უშვერი სიტყვებით იგინებიან და ამაზე შემდგე არის პასუხი.
თქვენ გაქვთ გამოყოფილი თქვენი ადგილი, შესაძლებლობა, რომ გამოხატოთ თქვენი წუხილები, თუ ა.შ.. თვეებია უკვე დგახართ, ვინმემ ხელი შეგიშალათ? უკვე იმდენად გათავხედით, რომ მმართველი პარტიის ოფისთან მოდიხართ, მერამდენე დღეა,” – თქვა ზარქუამ.
მან ელჩებზეც ილაპარაკა და მათ და მათ “უნამუსოები, არა კომპეტენტურები და ლაჩრები” უწოდა.
“გამოვა რომელიმე ელჩი და რამეს იტყვის ჩვენი პარტიის მისამართით და ათმაგს ვეტყვით მათი უნამუსობის შესახებ. ჩამოგენგრათ თქვენი არასწორი პოლიტიკის გამო ევროკავშირი. თქვენი უნიათო პოლიტიკის გამო და რუსეთი კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდა, კიდევ უფრო მეტად, რომელიც უკვე ტერიტორიებს გთხოვთ და იქით გკარნახობთ იმიტომ, რომ თქვენ ხართ უნამუოსები, არა კომპეტენტურები, ლაჩრები ხართ,” – თქვა ზარქუამ.

































































