“ქართული ოცნების” კანდიდატმა, ზაზა ყურაშვილმა ხმა ცოტა ხნის წინ, #41 -ე უბანზე მისცა.
“ხმა მივეცი სენაკის განვითრებას და იმ ყველაფრის დასრულებას, რაც საბოტაჟის სახით ვრცელდებოდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სენაკში.
დღევანდელი შედეგით, ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას საკრებულოში”, _ თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ყურაშვილმა.
შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს,პირადი განცხადების საფუძელზე შეუწყდა.
ავტორი