უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავება განიხილა და ხაზგასმით აღნიშნა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებისა და დაღუპულთა რაოდენობის გაზრდის საშიში ტენდენცია.
მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, კერძოდ ყირიმის ნახევარკუნძულის დროებითი უკანონო ოკუპაციის კონტექსტში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
“სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირი გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინასა და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ”, _ წერია ზელენსკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.