უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ Twitter–ზე დაადასტურა, რომ ის აშშ–ში მიემგზავრება.
“მივდივარ აშშ–ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, განვიხილავთ უკრაინასა და აშშ–ს შორის თანამშრომლობას და ასევე მექნება გამოსვლა კონგრესში და რიგ ორმხრივ შეხვედრებზე“, – დაწერა ზელენკიმ.
ცნობისთვის, ეს თებერვალში, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
ავტორი