დღეს, ურეკის სანაპირო ზოლი, ძლიერი ღელვის შემდეგ, კვლავ ათასგვარი ნარჩენით და ნაგავით აივსო.
_ ორი დღის წინ საგანგებოდ დასუფთავებული სანაპირო, შტორმმა, რომ იტყვიან, ააყირავა. რა სახის ნარჩენი და ნაგავი არაა აქ ახლა გამორიყული. ხდება ხელახალი დასუფთავება, – გვატყობინებს ურეკის მკვიდრი ლალი თავათქილაძე.
„გურია ნიუსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა და გამოაქვეყნა ფოტორეპორტაჟი ძლიერი წვიმის შემდეგ, ურეკში არსებულ მდგომარეობაზე.
[sexy_author_bio]