როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა ძლიერი ენერგეტიკული ცვლილებების ცენტრში ვართ. ზოდიაქოს 6 ნიშნის წარმომადგენლებს კი 2025 წლის ნოემბრამდე მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელოდება. პლანეტა მარსი, რომელიც ადამიანების მიზანსწრაფვასა და ამბიციებს მართავს, 22 სექტემბერს მორიელის ნიშანში შევიდა, რაც გვაიძულებს, მკაფიო, მტკიცე და გააზრებული გადაწყვეტილებები მივიღოთ და ფინანსურ წარმატებასაც მივაღწიოთ.
პლანეტა მარსი მორიელის ნიშანში 3 ნოემბრამდე დარჩება. იქამდე კი ზოდიაქოს ამ 6 ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელოდება:
კურო
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის ნოემბრამდე ფინანსური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ. მორიელის ნიშანში მარსის გადასვლა გაიძულებთ, თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, ხარჯებზე, მიდგომებზე უფრო დიდი ყურადღება გამოიჩინოთ და კონკრეტული გეგმა შეადგინოთ. ოქტომბრის შუა რიცხვებში მერკურისა და მარსის გავლენით, შეგიძლიათ, ფინანსური სფერო უკეთ მოაწესრიგოთ. თუ დიდი ხანია, დამატებითი საქმის მოძიებაზე ან დიდი პროექტების განხორციელებაზე ფიქრობთ, გსურთ, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ ან არსებულ საქმეში მიაღწიოთ წარმატებას, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა.
ლომი
მარსის მორიელის ნიშანში გადასვლა თქვენთვის ნამდვილად წარმატებული პერიოდია. ძალიან დიდ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას იგრძნობთ და იმ საქმეებსაც კი, რომლებიც აქამდე გერთულებოდათ, მარტივად განახორციელებთ. მოულოდნელი დაწინაურება ან ისეთი გეგმის შემუშავება გელით, რომელიც სამომავლოდ ძალიან დიდ ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. იღბალი თქვენ მხარესაა. მიმდინარე პერიოდის განმავლობაში, გექნებათ ყველა შესაძლებლობა, რომ არსებულ კონკურენციას გაუძლოთ, საკუთარი უნარები, შესაძლებლობები სრულად გამოხატოთ და დაწინაურდეთ.


































































