ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, შორენა სიხარულიძის ინფორმაციით, წელს მაღალი ქულების მოპოვება მხოლოდ პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა შეძლეს:
_ სამწუხაროდ, სხვა სკოლების კურსდამთავრებულებმა, სადაც იყვნენ ვერცხლის და ოქროს მედლის კანდიდატებიც, უნარების გამოცდაში მაღალი ქულები ვერ აიღეს. ვგულისხმობ 60-80 ქულის შუალედს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.
მისივე თქმით, ჩოხატაურში მაღალი _ 73 ქულა #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამთა თავართქილაძემ მიიღო.
71 ქულა აქვს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს გივი მდინარაძეს; 70 ქულა დაიმსახურა #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი კუტუბიძემ. 67 _ დალი თავართქილაძემ; 63 ქულა მიიღო ილია გოგოლაძემ; 61 _ შოთა ბოლქვაძემ და 60 _ ნიკა სოროზანაშვილმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა მათგანი #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.
შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური ქულა 80 იყო.