ირაკლი ჩხვირკვია, რომელიც ენმ-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გარიცხეს, ფაქტს ფეისბუქის საუთარ გვერდზე ეხმიანება.
ცხვირკაიას თქმით, მას უფრო გაემიჯნენ, რადგან, როგორც თავად ამბობს, ის არასოდეს ყოფილა პარტიის ოფიციალური წევრი.
“ყველას პირადში ვერ გიპასუხებთ. ვადასტურებ, რომ გამრიცხეს, მაგრამ, ალბათ, უფრო გამემიჯნენ, რადგან არასოდეს ვყოფილვარ პარტიის ოფიციალური წევრი და არც რაიმე პარტიული თანამდებობა მქონია!
გამრიცხეს მხარდამჭერთა რიგებიდან ალბათ, ვერ ვხვდები, საიდან გამრიცხეს? (თუ პარტიის საიტზე ონლაინ რეგისტრაციას არ ჩავთვლით)
– ვრჩები საქართველოს ერთგულ ჯარისკაცად და ქართული ოცნების მოღალატეობრივი მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლად!!!
– დამშვიდდით! დრო ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს!!!
– ნუ ღელავთ, ჩემო მეგობრებო, ნუ ღელავთ! ის რომ ამდენი წლის პოლიტიკური აქტიურობის მიუხედავად, არსად არასდროს მეჭირა არავითარი პარტიული თანამდებობა, ნიშნავს იმას, რომ არსებობს ბევრად მეტი მიზანი და ბევრად უმთავრესი იდეა, ვიდრე რაიმე სახის თანამდებობა შეიძლება იყოს!!!
– იდეა ერთია და მას ჰქვია “ერთიანი, ძლიერი და განვითარებული საქართველო” და ამ იდეის გახორციელებას შევეწირები, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო!!!
პ.ს. ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ! ზოგს შეგრცხვებათ, ზოგი ბოდიშს მომიხდით, მაგრამ მე არაფერს არ მოვითხოვ თქვენგან! მიყვარხართ ყველა, ვინც ახლა განიცდით, _ წერს ირაკლი ჩხვირკვია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.