ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის მამაკაცი დაშავდა.
როგორც ირკვევა, ქვეითს, სავარაუდოდ, პოლიციელი დაეჯახა.
დაშავებული ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას სასწრაფო ოპერაცია ნეიროქირურგიის განყოფილებაში უტარდება. არსებული ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.






























































